четверг, 4 декабря 2008 г.

სალაღობო… Amusing…

განწყობათა ამგვარი შეპირისპირება მკითხველის სახალისოდ დავაპირე…
მაგრამ ბოლოს, ორმოციოდე წლის წინათ საშაიროდ წამოჩიტული სტროფები , დღევანდელი ყოფისგან პროვოცირებულ სტრიქონებს აშკარად დაპირისპირდა…

ამხედრდით ჯიგრებო, ამხედრით!
შეახტით ბრზიალებს, ქანქარებს!


არა, უმჯობესია, წარსულში წამოჩიტული სტროფებით დავიწყო:

სალაღობო… 
ქალი, ლამაზი ქალობით
დედამ გაუშვა წყალზედა,
ვაჟი ქებული ვაჟობით
დაუხვდა სავალ გზაზედა:

-ქალო, სიცოცხლევ,
ცისა მშვენებავ,
მიშველე რამე…

-ახლოს ნუ მოხვალ,
ხალხი რას იტყვის?!
ბიჭავ!
გზიდანა ჩამომეცალე…

-გოგო, რაი ვქნა,
უცეცხლოდ ვიწვი,
ბევრი ვეწვალე…

-ბილიკ ვიწროა,
ორს არ დაგვიტევს,
გადადექ მეთქი,
თორემ ინანებ!

-კიდეზე ვივლი,
თავი მამიკვდეს,
ბილიკს გაკვალულს
ნუ დაინანებ…

-ხომ არ გაგიჟდი?!
ბალღი გვიყურებს,
წყარომდე მისვლა,
მაინც მაცალე…

-ციმციმ აგიყვან,
ფარვით გაკოცებ,
მტლედ დავედები
შენს ნატერფალებს…

-წყალი გწყურია,
წყაროსთან მიდი,
ჩემი დოქიდან
ყლუპსაც ვერ დალევ…

-შენა მწყურიხარ,
შენ თუ მიშველი,
იარას კოცნით თუ დამიამებ…

-კოცნას ნურც ფიქრობ
ნიავ მდარაჯობს,
მამასთან მისვლას არ დაახანებს…
1969წ.
P.S. რის წყარო, რა წყარო… აგერ ახლა, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ყვებოდა, თუ როგორ გაიცნო მისმა დაქალმა, აქაურმა ქართველმა გოგომ ინტერნეტში, ”სკაიპით”… სასიძოს ეროვნებას და კანის ფერს არ გავამხელ… საქართველოში ჩამოიტყუა და შინაურებს ისეთი ელდა დამართა, რომ… ჰმ, ”კოცნას ნუ ფიქრობ ნიავ მდარაჯობს, მამასთან მისვლას არ დაახანებს…” რის წყარო, რა წყარო, რა ბალღი, ვინ ბალღი…
ან თუნდაც, იმ დროინდელი


ნაცნობ მოტივზე დანაკვნესი

ნუ მოვიძულებთ ალალ კაცს,
ვინაც სიტყვასა არ გასტეხს,
მტერი ეყოლვის კარგ ყმასა,
მაგრამ მოყვარეს რა დალევს…

სიმართლის აბჯარს ჩაიცვამს
ღმრთისგან ნაბოძი ნიჭითა,
ალღო აუღეთ მის ძახილს,
გული უსიტყვოდ იბრძვისა!..

ვაჟკაცსა გარჯა უხდების
და არა ღრეჭა- ლაქუცი,
ბედ არ შემოგწყრეთ ვაჟებო,
მართალზედ არ თქვათ აუგი…
1970წ
ვის რად უნდა ალალი, თანაც...
რის ნდობა, რა ნდობა და სტრიქონები ასე დალაგდა:


ამხედრით ჯიგრებო, ამხედრით!
შეახტით ბრზიალებს, ქანქარებს,
იბაზრეთ, ილაყბეთ, ავარდით,
აგელვეთ, ჩადრიკეთ, აჩმახეთ!

აქეთ და ადიდეთ ”ბრენდები”
ნაძრახი, ფარსული აზრები…
უსრისეთ ერთმანეთს ტვინები,
იქნება გამოქნათ ”ჯინები…”

დაგეშეთ, მოპირეთ ზრახვები,
დაძარით გრძნობათა რიქშები,
აღაგზნეთ, განავრცეთ ”იზმები”,
დარაზმეთ ”მაგარი ბიჭები!..”2008წ.

ჯინი _არაბულ მითოლოგიაში: ცეცხლისა და ჰაერის მატარებელი (მომცველი) გონიერი, ფანტასტიკური არსება; აქვს უნარი გადაიქცეს ადამიანად ან ცხოველად; ზღაპრულ ფილმებში მისი სული ხშირად მივიწყებულ ჭურჭელშია
გამომწყვდეული და ვინც გაანთავისუფლებს მიიღებს, ბუმბერაზ, ძლიერ, ლამის ”ყოვლისშემძლე” მორჩილ არსებას... (მაგარია!..)


სრულასაკოვან მკითხველს თემის თავისებური გაგრძელება შეუძლია მეზობელ გვერდზე იხილოს, ანუ:
========
***
====

/\========
საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/

შინაარსი - Content:
მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი… PLEDG...
სამთავრობო ტერორი ქართულ ბუნებაზე… / The governmental terror on the Georgian nature...
ქართული ოცნება… / Georgian dream…
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)


/\
=======

საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-საიტისა; (gogejanr.blogspot.com)ზე), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”.../
გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
========
========
/\

ინგლისურენოვანი...
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======
 ***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

=======

© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”
=======

Комментариев нет:

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.