ცირა გოგეშვილი
Tsira Gogeshvili
Tsira Gogeshvili
ცირა გოგეშვილი (ბაჯიაშვილი) _ დაიბადა 1959 წ-ს. ქ. თბილიში, დაამთავრა 65-ე საშუალო სკოლა.
_ს. პ. ი. _ში ქიმიური ტექნოლოგიისა და ავტომატიკის ფაკულტეტი.
-საზოგადოებრივ პროპფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
იბეჭდება 1981 წლიდან…
ავტორია საკუთარ ლექსებზე შექმნილი რიგი სიმღერებისა, რომლებიც გადმოიცემა ქართულ რადიოარხებზე…მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ ენაზე (თარგ. ასმათ ლეკიაშვილიმა) მაგრამ რიგი ლექსებისა ავტორის მიერ თავად ინგლისურ ენაზეა შეთხზული…წარმოდგენილია PoemHunter.Com-ზედა ავტორი 2008წ. ხუთას დაწინაურებულ ავტორს შორის პირველ ოცეულში იმყოფებოდა…)ეწევა მთარგმნელობით მუშაობას…
***
--> _ს. პ. ი. _ში ქიმიური ტექნოლოგიისა და ავტომატიკის ფაკულტეტი.
-საზოგადოებრივ პროპფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
იბეჭდება 1981 წლიდან…
ავტორია საკუთარ ლექსებზე შექმნილი რიგი სიმღერებისა, რომლებიც გადმოიცემა ქართულ რადიოარხებზე…მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ ენაზე (თარგ. ასმათ ლეკიაშვილიმა) მაგრამ რიგი ლექსებისა ავტორის მიერ თავად ინგლისურ ენაზეა შეთხზული…წარმოდგენილია PoemHunter.Com-ზედა ავტორი 2008წ. ხუთას დაწინაურებულ ავტორს შორის პირველ ოცეულში იმყოფებოდა…)ეწევა მთარგმნელობით მუშაობას…
***
ანოტაცია
(წამძღვარებული ლექსების კრებულზე ” ცას, პირველ სიტყვას”)
ზეციურ იდუმალებასთან ”მიახლების” წადილით აღძრული მწველი შეგრძნებები…
განცდათა წიაღში შეფარული სურვილების ლაკონიური ასახვა და შეფასება…
ბავშვური სამყაროს საალერსოდ და გასამდიდრებლად ნასათუთევი სახეები…
აი, ძირითადი ლაიტმოტივი პოეტი ქალის წინამდებარე კრებულისა…
ამ წიგნში შესული ლექსების დიდი ნაწილი, ოცი წლის წინათ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში… (”მნათობი”, ”ცისკარი”, ”პირველი სხივი”, ”სათავე”, ” პარალელი”…)
ემოციური მიგნებებით დამუხტულმა ტაეპებმა მკითხველთა გამორჩეული ინტერესი გამოიწვია…შემდგომ ავტორმა პოეტური ჰაეროვნებით შემოსილი ზაპრების კრებული გამოსცა… იგი იმთავითვე იქცა პატარა მკითხველების საყვარელ წიგნად…
მას მოჰყვა საბავშვო პოეზიის კრებული ”ანაბანა ფრინველებზე”, რომლის მიხედვით დაიწერა მუსიკა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთავის შეიქმნა შემეცნებით-გასართობი პროგრამა…
შემდგომ იყო დუმილის წლები და აი დაიბადა ”უწყვეტი ლოცვა”, მას მოჰყვა ”ცის იქით”, ”ღირსეულ მათხოვარს კონკია პოეტისაგან”, ”ცას, პირველ სიტყვას” და სხვა პოეტური შთაგონებით მოვლენილი ლექსები, რომელთა ნაწილი ”ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზე დაიბეჭდა…
კვალდაკვალ ცალკე წიგნად გამოიცა შემეცნებითი სახის საბავშვო ლექსები ” საჭადრაკო ბალადა”, რომელმაც ამ თემით დაინტერესებულ მკითხველში ცოცხალი ინტერესი გამოიწვია და ჭადრაკის შემსწავლელ ბავშვთა წრეებში დამხმარე ლიტერატურად გამოიყენება…ამ წიგნში ავტორის სხვა დღემდე გამოუქვეყნებელი პოეტური ნიმუშებიცაა შესული…
განცდათა წიაღში შეფარული სურვილების ლაკონიური ასახვა და შეფასება…
ბავშვური სამყაროს საალერსოდ და გასამდიდრებლად ნასათუთევი სახეები…
აი, ძირითადი ლაიტმოტივი პოეტი ქალის წინამდებარე კრებულისა…
ამ წიგნში შესული ლექსების დიდი ნაწილი, ოცი წლის წინათ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში… (”მნათობი”, ”ცისკარი”, ”პირველი სხივი”, ”სათავე”, ” პარალელი”…)
ემოციური მიგნებებით დამუხტულმა ტაეპებმა მკითხველთა გამორჩეული ინტერესი გამოიწვია…შემდგომ ავტორმა პოეტური ჰაეროვნებით შემოსილი ზაპრების კრებული გამოსცა… იგი იმთავითვე იქცა პატარა მკითხველების საყვარელ წიგნად…
მას მოჰყვა საბავშვო პოეზიის კრებული ”ანაბანა ფრინველებზე”, რომლის მიხედვით დაიწერა მუსიკა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთავის შეიქმნა შემეცნებით-გასართობი პროგრამა…
შემდგომ იყო დუმილის წლები და აი დაიბადა ”უწყვეტი ლოცვა”, მას მოჰყვა ”ცის იქით”, ”ღირსეულ მათხოვარს კონკია პოეტისაგან”, ”ცას, პირველ სიტყვას” და სხვა პოეტური შთაგონებით მოვლენილი ლექსები, რომელთა ნაწილი ”ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზე დაიბეჭდა…
კვალდაკვალ ცალკე წიგნად გამოიცა შემეცნებითი სახის საბავშვო ლექსები ” საჭადრაკო ბალადა”, რომელმაც ამ თემით დაინტერესებულ მკითხველში ცოცხალი ინტერესი გამოიწვია და ჭადრაკის შემსწავლელ ბავშვთა წრეებში დამხმარე ლიტერატურად გამოიყენება…ამ წიგნში ავტორის სხვა დღემდე გამოუქვეყნებელი პოეტური ნიმუშებიცაა შესული…
დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა ცნობილ საბავშვო მწერალ ქალს _ ცირა გოგეშვილს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ძვირფასო ცირა!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს და გილოცავენ ღირსეშანიშნავ თარიღს თქვენს ცხოვრებაში _ დაბადების 50 წლისთავს.
პირველი ნაბიჯები სამწერლო ასპარეზზე 1981 წელს გადადგით, როდესაც ჟურნალ ”მნათობში” გამოქვეყნდა თქვენი ლექსი _ ”უცხო ბუდეში”. მას შემდეგ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევით. თქვენი ლექსები, ზღაპრები, მხატვრული თარგმანები პერიოდულად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში. გამოდის ცალკე წიგნებად.
მშვენიერი ლირიკოსი ბრძანდებით. თქვენი ლექსები ჩურჩულით წარმოთქმული ლოცვაა, კანდელზე დანთებული, სანთლის წინ, საიდანაც მარცვალ-მარცვალ მოწვეთავს ლექსი, სულში დატრიალებულ გრიგალზე რომ მოუთხრობს მკითხველს.
ბოლო წლებში თითქოს მთლიანად საბავშვო მწერლობაში გადაინაცვლეთ და არაერთი ლექსითა თუ ზღაპრით გაახარეთ ქართველი ბავშვები.
საბავშვო ლექსების კრებულები: ”საჭადრაკო ბალადა” და ”ანა-ბანა ფრინველებზე”. ”ოცნია კემსას ზღაპრები” პატარების საყვარელ წიგნებად იქცა. ამ წიგნებში ნორჩები მათთვის ძალზე საინტერესო სამყაროში მოგზაურობენ და თვალსაწიერსაც იფართოებენ.
თქვენი საუკეთესო ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ ენაზე. მათზე არაერთი სიმღერაა შექმნილი.
თავადაც ჩინებულად თარგმნეთ ამერიკელი, ინგლისელი და ირანელი მწერლები.
წლების განმავლობაში მუშაობდით გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”-ში რედაქტორად და ქართველი ბავშვების აღზრდის კეთილშობილურ საქმიანობაში მოღვაწეობდით.
ძვირფასი ცირა!
კიდევ ერთხელ გულითადათ გილოცავთ საიუბილეო თარიღს პოეტ ქალბატონს, ღირსებით სავსე პიროვნებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით წარმატებებს.
საქართველოს მწერალთა კავშირი
საბავშვო ლექსები
ანაბანა ფრინველებზე
ა
ყაშყაშებს და კი არ გალობს,
არ ჟივჟივებს, არ წივის…
მეფეა და ლაჟვარდებში
დაბოინობს… არწივი.
ბ
ლოტბარია უბადლო,
წონითაა _ ბუმბული,
ყვავილების დედოფლის
მიჯნურია… ბულბული
გ
ბუდე-ბუდე ტოვებს კვერცხებს,
ტყეს ახალისებს ”გუგუ”-თი…
სხვის ბარტყებს ჯაბნის თავხედი,
დედობილის არ ცნობს… გუგული
დ
ქათმების ოჯახისაა,
უკვე სჭირდება დარაჯი,
გნოლსა და კაკაბს მოყვარედ
ერგება კოხტა… დურაჯი.
ე
ძაღლი ვეღარ შეუყეფავს,
თუ გაუგო მის კლანჭს გემო,
სირაქლემას ჩამოჰგავს და
ავსტრალიას ცხოვრობს… ემუ.
ვ
დიდჩიჩახვა ფრინველია,
ტბაც უყვარს და არხიც…
უჩვეულო ერთგულებით
კვებავს ბარტყებს… ვარხვი.
ზ
დღისით ფუღუროში სძინავს,
ღამით ფრენს და თამაშობს…
დამზაფრავი კივილი აქვს
თავბუატა… ზარნაშოს.
თ
მოიწიე ჩემკენ ახლო
და მის სახელს გეტყვი ყურში,
რომ გამიგოს, გამომცინებს
ცხვირკაუჭა… თუთიყუში.
ი
ფეხნიჩბოსანი რომ გახლავთ,
ნუ გეგონებათ ბრიყვი,
რაც უნდა წყალში იცუროს,
არ დასველდება… იხვი.
კ
გაუსინჯა მერქანი,
ქერქიც მითალ-მოთალა…
ყველა ასე ეძახის:
-ტყის ექიმო… კოდალა.
ლ
თუ თეთრია _ ქათქათებს,
შავს გაუდის ლაპლაპი…
კისერი აქვს ყარყარა,
ყარყატია… ლაკლაკი.
მ
მზის ჩასვლისას ხალისობს,
დაჰკრავს ხოხბისფერი…
დაგოგმანებს ყანებში,
ცვარ-ნამსა სვამს… მწყერი.
ნ
შეხედავ და მოჰგავს მერცახალს
მეზაფხულე, ფრთებნამგალა…
თუმცა დაბლა ვერა ჯდება,
შხუილითა ფრენს… ნამგალა.
ო
ნადავლს ისვრის ნისკარტით,
არ გეგონოთ ობროდი…
ჭრელი, სავარცხლიანი,
ნახირს დასდევს… ოფოფი.
პ
გეგონებათ ბაზარი,
გააქვთ გვიგვინ-გვიგვინი…
ფრთაფარფლება, ცურვისას
დელფინსა ჰგავს… პინგვინი.
ჟ
მოყვითალო-მომწვანო
წრიალაა, გიჟმაჟი…
გალიაშიც ჟღურტულებს
ტყის ჩიტუნა… ჟივჟავი.
რ
რას ჭამს? _ კენკრას,
ჭიაყელას, არ იწუნებს ხოჭოს…
ტანმკვრივია, დაბალფეხა
ფრთხებფართხუნა… როჭო.
ს
ყელტიტველა მორბენალი,
წაადგება კაცს აქლემად,
დიდთვალება და ფრთებდიდი…
ფრენით ვერ ფრენს… სირაქლემა.
ტ
ჩიტი მისებრ მგალობელი
არის თითო-ოროლა,
ფრენა-სტვენით ცას აჭრილი,
მზეს აღვიძებს… ტოროლა.
უ
მეღამური მონადირე
კვერცხებსა დებს უხერხულად,
ხეიბარი არ გეგონოთ,
ფეხებიც აქვს… უფეხურას.
ფ
ბოლო უგავს მარაოს და
სამკაულად არის ვარგი,
თუმცა ხმა აქვს გამყინავი,
მაინც მოსწონთ… ფარშევანგი.
ქ
გახლავთ ბევრის მადევარი…
გაიტაცებს წიწილს ქროლვით,
ჩასაფრებაც ეხერხება,
ბასრბჭყალება გახლავთ…ქორი.
ღ
დაგოგმანებს, ფრენს და ცურავს,
თან ჭაობში არ გრძნობს დაღლას,
სხვის კვერცხებსაც შეექცევა
და ჭყივილით გარბის… ღალღა.
ყ
უღიმღამო ფრენა იცის,
მონადირე ცუდი არ ჩანს…
ბასრნისკარტა აყლაყუდა,
თითქმის ყველგან შერჩა… ყანჩა.
შ
ტკბილად გალობს და ჭახჭახებს
შვენის ტანად ჩოხა შავი,
სურო უყვარს და მახეშიც
იქ ებმება შავი… შაშვი.
ჩ
დასეირნობს ჭანჭრობში,
სადღაც თოფმა იქუხა!..
ყალიონს არ ეწევა,
მაგრამ ჰქვია… ჩიბუხა.
ც
თავზე აზის მცირე რქა და
უყვარს რბენა-ცანცარი,
დიდხანს ვერ ფრენს თეთრწინწკლება,
კვერცხმაგარი… ციცარი.
ძ
ყვავის ბუდეშიც იძინებს,
შავარდენს მოჰგავს ბევრად…
თუ დაიჭერენ _ ეშმაკობს,
თავს იმკვდარუნებს… ძერა.
წ
ნისკარტი აქვს გრძელი,
ბოლო-წვრილი წვერო,
ზოგჯერ სოკოსავით
დგება ფეხზე… წერო.
ჭ
დაფაჩუნობს ფოთლებში,
ხან იქა და ხან აქა,
ფერად რუხი ჩიტუნა…
ღობემძვრალა… ჭინჭრაქა.
ხ
იცნობენ კოლხურს, ოქროსფერს,
თვით სამეფოდაც მოხმობილს…
ბევრი მტერი ჰყავს, იმალვის
ეს საარაკო… ხოხობი.
ჯ
სულ დაჭარტალებს ცუღლუტი,
ადგება ნეტა ჯაფა რად,
კვერცხებს იპარვის ბუდიდან,
ჩხიკვიც ჰქვია და… ჯაფარაც.
ჰ
ფეხები აქვს თუმცა სუსუტი,
მაგრამ ნურვინ ნუ დასცინის,
ამერიკის მკვიდრი გახლავთ
თითებმარჯვე… ჰოაცინი.
***
***
***
საჭადრაკო ბალადა
თამაში გახლავთ გონების
სტრატეგიების და რაკი,
მეფე დგას მეფის წინაშე,
იბრძვის სამეფო ბადრაგი…
თეთრი და შავი ტოლ-სწორი
სამოცდაოთხი კვადრატით,
საასპარეზო მოედანს
სახელად შერჩა ჭადრაკი…
ორი ეტლი _ წყვილი მხედრით,
ორიც მალემსრბოლი კუ,
მეფე, ცელქი დედოფალით,
ეტრფის ძნელ გზებს მოლიპულს…
ქალი გახლავთ მოყვარული
მონადირე ბაზიერი,
ხელდასხმული წყება სვლებით,
ტაქტიკოსი ლაზიერი…
არვინ ამბობს მეფის ჯარში
სიტყვას არც ფუჭს, არც უშვერს,
რვა ერთგული მუშკეტერი
ცეცხლის ხაზს ხომ მკერდს უშვერს!
ბორგავს ეტლსა და კუს შორის
ურჩი რაშების მხედნავი,
მეფის ერთგული რაინდი,
კავალერისტი მხედარი!..
ბრძოლაც ხდება სახალისო,
მეციხოვნეც, მეთოფეც…
თუ წინ გიდგას ჭკვიანი და
ღირსეული მეტოქე!
უცებ შავმა რაშმა,
დაჰკრა დაფას ფლოქვი,
კუსნაბიჯა მეფე
ეტლს შეეკრა ძმობით,
დიდებული სვლაა,
ამ სვლას ჰქვია როქი…
ცეცხლი გაუხსნეს პაიკებს,
არის ვაი და ვიში,
მეფეს შეჰკადრეს მუქარა
და გაუბედეს ქიში!
დრო ფიქრებში დაილია,
ჩაიკარგა ბგერა ნოტში,
მეფე ფეხებს აბაკუნებს _
არ ჩამაგდოთ ცაიტნოტში…
ეტლს ჩაეშალა ბორბალი,
კუმ მოიტეხა ფეხი,
დედოფალს კაბა დაეხა,
ყველას აყარა მეხი…
არ შედგა სამეფო კარზე
განსჯა, ბჭობა და კამათი…
ხელმწიფე-მხედარმთავარმა
ასე იწვნია შამათი!..
***
***
***
ხოჭო ვარ და ხოჭოჭა
-ხოჭო ვარ და ხოჭოჭა,
რასაც მინდა მოვბოჭავ…
ხან, ჩავტკვირავ ხეჭეჭურს,
ხან, ჩავყვები ხაპს და ჭურს…
დამელოცოს გამჩენი,
არ ვარ სხვისი სარჩენი…
ამ კოპწია საცეცებს
თვალებივით ვაცეცებ,
ყველგან დავასუნსულებ,
ვახვეტინებ ნამცეცებს…
ბნელში მარჯვედ ვნადირობ,
ვახშმის მერეც ვსადილობ!..
დამელოცოს გამჩენი,
არ ვარ სხვისი სარჩენი…
ამ კოპწია საცეცებს
ისე, მარჯვედ ვაცეცებ,
ხან ავწკიპავ ულვაშად,
ხან ჩავგრიხავ ქილვაშად,
საუცხოოდ ვიყენებ,
ჩემებს თვალებს ვუყენებ…
მაგრამ ერთხელ მეხივით
სიყვარული დამეცა,
აწკეპილი ულვაში
აცა-ბაცა გამექცა…
ხოჭო-ქალა შემყვარდა,
ფაშფაშა და ხეშეში,
შავი კაბის ფხაჭუნზე
ჩავუვარდი ფეხებში…
ყელსაბამი ვაჩუქე,
თეთრი ჟაბო _ ფეშქეში…
გავმოქნილდი ჯინივით,
ვუვლი თვალისჩინივით,
დამელოცოს გამჩენი,
გახდა ჩემი სარჩენი…
ისე ძლიერ მიყვარდა,
სადღა აღარ დამყავდა,
ჩემდა გასაჭირადა,
თავი მიჩნდა ჩირადა!
ამ კოპწია საცეცებს,
ისე, მარჯვედ ვაცეცებ,
ხან, ავწკიპავ ულვაშად,
ხან, ჩავგრიხავ ქილვაშად,
საუცხოოდ ვიყენებ,
ჩემებს თვალებს ვუყენებ…
მაგონდება: პირწყალი
გვიკანკალებს ნიკაპურს,
ჩემი შავი პრინცესა
ნდომობს პიკნიკს პიკანტურს…
წავხოჭოჭდით ჭალებში,
ჭილის ჩრდილთა ჭავლებში,
ვიწონებდი თავუკას
ქალს ვჩემობდი სანუკვარს…
შეგვეყარა სტუმარი,
დაგვაშტერდა მდუმარი!
თავი გვამცნო როჭოდა,
მერე თვალი მოჭუტა…
მე კი მოვყევ მანევრებს,
თავს ძველბიჭად ვაჩვენებ,
და კოპწია საცეცებს
კვლავაც მარჯვედ ვაცეცებ…
ხან ავწკიპავ ულვაშად,
ხან ჩავგრიხავ ქილვაშად…
მე მგონია ვაკვირვებ…
შებმას თუ დააპირებს,
ფეხში მარჯვედ გამოვდებ,
დავცემ, გავინაპირებ…
მაგრამ როჭო ვერც მიხვდა,
ჩემს ვაჟკაცურ მანერებს,
მარჯვედ ჩაუნისკარტა
სატრფოს ჩემსას ნაფერებს…
თავად მე, ძლივს გადავრჩი,
შიშით გვერდზე გადავხტი,
დავიწყევლე გამჩენი,
ლამის წელში გადავტყდი…
თავი დამრჩა სარჩენი,
სად ვარ გამოსაჩენი,
წვერმოტეხილ საცეცებს,
ახლა სიზმრად ვაცეცებ…
ვნანობ, რითაც ვყოჩობდი,
ნამცეცებთან ვომობდი…
არ გამოდგა საომრად,
გული ჩემი დაობლდა…
ხოჭო ვარ და ხოჭოჭა
რასაც მინდა მოვბოჭავ…
ხან, ჩავტკვირავ ხეჭეჭურს,
ხან, ჩავყვები ხაპს და ჭურს…
ამ კოპწია საცეცებს
ისე მარჯვედ ვაცეცებ
ხან ავწკიპავ ულვაშად,
ხან ჩავგრიხავ ქილვაშად!..
***
***
***
იყო ერთი ჩოკინა
ერთი ჩია ჩოკინა
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
იყო, არა იყო…
-რა გაყვირებს ბრიყვულად,_
ჩამოსძახა ციყვუნამ!
ყი-ყო, ყი-ყო!..
იყო, არა იყო…
-დილის ძილი მაცალე,
ფეხზე ძლივს დავბანცალებ!..
ჩამოუგდო კაკალი
ციყვმა ხელის კანკალით.
სულს ვერ ითქვამს ჩოკინა,
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
ნეტავი, რა იყო?!
აფუთფუთდა ფუტკარი,
გამოარო კუტ-კარი!
ვერას ამბობს ჩოკინა,
შეაღონა სლოკინმა.
ვერ მოთაფლეს თაფლითა,
ყვირის ხმითა ხაფითა:
ყი-ყო, ყი-ყო!
იყო, არა იყო.
სველი ფოთლის ფთილიდან
მოზოზინებს დილიდან,
სლიპინა და კიკვინა,
რქებ-ანტენ-ლოკოკინა.
აბა ვერცხლის ძაფებით
კომუნიკე-ხლართები,
მაგრამ ვერა გაიგო:
რა იყო, რა არ იყო…
მობილურზე აკრიფა
ასო-ასო: ჩ-ო-კ-ი-ნ-ა,
რა მოგსვლია ძმობილო,
და რამ აგაყროყინა?!
ვერას ამბობს ჩოკინა,
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
იყო, არა იყო.
ნაბულზეა მურია,
ნადირობა სწყურია…
სულ დაუფრთხო ყროყინით
ნანატრი მოლოდინი!
ბრაზობს, კბილთა ღრჭენითა,
აღარ ითქმის ენითა:
ტოტს მივწვდები სახრე-დარს,
ავაჭრელებ სახედარს!
უკვირს ჩია ჩოკინას,
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
ნეტა, რაღა იყო?!
არ გასწირა გამჩენმა,
ყოვლისშემძლემ, არმჩენმა,
მისცა ჩიას საშველი,
მოუვლინა მაშველი:
უცებ ამ ჩვენს ჩოკინას
წვიმამ დააშხაპუნა,
ყელგამომშრალ ყროყინას
აღარ დაასლოკინა!
ყი-ყო, ყი-ყო!
ნეტა რაღა იყო?!
***
***
***
ბატი-ბუტი ბუტბუტა…
ბატი-ბუტი
ბუტბუტით
დატკაცუნობს
ტაფაზე,
ჩიტბატონა
ბატონივით
შემომჯდარა რაფაზე,
ქუცნა თაგვი
ბუხართან
დაქუცქუცებს თაგუნით,
კატუნია
კრუტუნა
კალათში წევს
კნუტებით…
ობისფერმა
ობობამ
აბლაბუდა
მობოდა…
ბეკეკინამ
ბაკიდან
ისკუპა და მორბოდა…
ცეცხლისფერი
ციკანი
ცელქია და
ციგანი,
რქები უცებ
ამოსვლია
ჰოდა ვეღარ ვიცანი!
ბატი-ბუტი
დაბატულა
ვარდისფერი
აფრითა,
ჩიტბატონამ
ბატონივით
აკენკა და
აფრინდა…
***
***
***
ციყვის სიმღერა
ციყვმა ავივსე ფუღურო
თხილ-კაკალ-წიფელ-წაბლითა,
რაღას დამაკლებ ზამთარო,
გვერდით მოგისვამ ტაბლითა!
მაგ შენმა ყინვის კუდებმა
გუდამშიერნი დაფლითა,
თუ კაი მეკვლე იქნები,
ყელსაც ჩაგიტკბობ თაფლითა!
აკრეფა გრძელდება…
დიდებული სვლაა,
ამ სვლას ჰქვია როქი…
ცეცხლი გაუხსნეს პაიკებს,
არის ვაი და ვიში,
მეფეს შეჰკადრეს მუქარა
და გაუბედეს ქიში!
დრო ფიქრებში დაილია,
ჩაიკარგა ბგერა ნოტში,
მეფე ფეხებს აბაკუნებს _
არ ჩამაგდოთ ცაიტნოტში…
ეტლს ჩაეშალა ბორბალი,
კუმ მოიტეხა ფეხი,
დედოფალს კაბა დაეხა,
ყველას აყარა მეხი…
არ შედგა სამეფო კარზე
განსჯა, ბჭობა და კამათი…
ხელმწიფე-მხედარმთავარმა
ასე იწვნია შამათი!..
***
***
***
ხოჭო ვარ და ხოჭოჭა
-ხოჭო ვარ და ხოჭოჭა,
რასაც მინდა მოვბოჭავ…
ხან, ჩავტკვირავ ხეჭეჭურს,
ხან, ჩავყვები ხაპს და ჭურს…
დამელოცოს გამჩენი,
არ ვარ სხვისი სარჩენი…
ამ კოპწია საცეცებს
თვალებივით ვაცეცებ,
ყველგან დავასუნსულებ,
ვახვეტინებ ნამცეცებს…
ბნელში მარჯვედ ვნადირობ,
ვახშმის მერეც ვსადილობ!..
დამელოცოს გამჩენი,
არ ვარ სხვისი სარჩენი…
ამ კოპწია საცეცებს
ისე, მარჯვედ ვაცეცებ,
ხან ავწკიპავ ულვაშად,
ხან ჩავგრიხავ ქილვაშად,
საუცხოოდ ვიყენებ,
ჩემებს თვალებს ვუყენებ…
მაგრამ ერთხელ მეხივით
სიყვარული დამეცა,
აწკეპილი ულვაში
აცა-ბაცა გამექცა…
ხოჭო-ქალა შემყვარდა,
ფაშფაშა და ხეშეში,
შავი კაბის ფხაჭუნზე
ჩავუვარდი ფეხებში…
ყელსაბამი ვაჩუქე,
თეთრი ჟაბო _ ფეშქეში…
გავმოქნილდი ჯინივით,
ვუვლი თვალისჩინივით,
დამელოცოს გამჩენი,
გახდა ჩემი სარჩენი…
ისე ძლიერ მიყვარდა,
სადღა აღარ დამყავდა,
ჩემდა გასაჭირადა,
თავი მიჩნდა ჩირადა!
ამ კოპწია საცეცებს,
ისე, მარჯვედ ვაცეცებ,
ხან, ავწკიპავ ულვაშად,
ხან, ჩავგრიხავ ქილვაშად,
საუცხოოდ ვიყენებ,
ჩემებს თვალებს ვუყენებ…
მაგონდება: პირწყალი
გვიკანკალებს ნიკაპურს,
ჩემი შავი პრინცესა
ნდომობს პიკნიკს პიკანტურს…
წავხოჭოჭდით ჭალებში,
ჭილის ჩრდილთა ჭავლებში,
ვიწონებდი თავუკას
ქალს ვჩემობდი სანუკვარს…
შეგვეყარა სტუმარი,
დაგვაშტერდა მდუმარი!
თავი გვამცნო როჭოდა,
მერე თვალი მოჭუტა…
მე კი მოვყევ მანევრებს,
თავს ძველბიჭად ვაჩვენებ,
და კოპწია საცეცებს
კვლავაც მარჯვედ ვაცეცებ…
ხან ავწკიპავ ულვაშად,
ხან ჩავგრიხავ ქილვაშად…
მე მგონია ვაკვირვებ…
შებმას თუ დააპირებს,
ფეხში მარჯვედ გამოვდებ,
დავცემ, გავინაპირებ…
მაგრამ როჭო ვერც მიხვდა,
ჩემს ვაჟკაცურ მანერებს,
მარჯვედ ჩაუნისკარტა
სატრფოს ჩემსას ნაფერებს…
თავად მე, ძლივს გადავრჩი,
შიშით გვერდზე გადავხტი,
დავიწყევლე გამჩენი,
ლამის წელში გადავტყდი…
თავი დამრჩა სარჩენი,
სად ვარ გამოსაჩენი,
წვერმოტეხილ საცეცებს,
ახლა სიზმრად ვაცეცებ…
ვნანობ, რითაც ვყოჩობდი,
ნამცეცებთან ვომობდი…
არ გამოდგა საომრად,
გული ჩემი დაობლდა…
ხოჭო ვარ და ხოჭოჭა
რასაც მინდა მოვბოჭავ…
ხან, ჩავტკვირავ ხეჭეჭურს,
ხან, ჩავყვები ხაპს და ჭურს…
ამ კოპწია საცეცებს
ისე მარჯვედ ვაცეცებ
ხან ავწკიპავ ულვაშად,
ხან ჩავგრიხავ ქილვაშად!..
***
***
***
იყო ერთი ჩოკინა
ერთი ჩია ჩოკინა
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
იყო, არა იყო…
-რა გაყვირებს ბრიყვულად,_
ჩამოსძახა ციყვუნამ!
ყი-ყო, ყი-ყო!..
იყო, არა იყო…
-დილის ძილი მაცალე,
ფეხზე ძლივს დავბანცალებ!..
ჩამოუგდო კაკალი
ციყვმა ხელის კანკალით.
სულს ვერ ითქვამს ჩოკინა,
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
ნეტავი, რა იყო?!
აფუთფუთდა ფუტკარი,
გამოარო კუტ-კარი!
ვერას ამბობს ჩოკინა,
შეაღონა სლოკინმა.
ვერ მოთაფლეს თაფლითა,
ყვირის ხმითა ხაფითა:
ყი-ყო, ყი-ყო!
იყო, არა იყო.
სველი ფოთლის ფთილიდან
მოზოზინებს დილიდან,
სლიპინა და კიკვინა,
რქებ-ანტენ-ლოკოკინა.
აბა ვერცხლის ძაფებით
კომუნიკე-ხლართები,
მაგრამ ვერა გაიგო:
რა იყო, რა არ იყო…
მობილურზე აკრიფა
ასო-ასო: ჩ-ო-კ-ი-ნ-ა,
რა მოგსვლია ძმობილო,
და რამ აგაყროყინა?!
ვერას ამბობს ჩოკინა,
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
იყო, არა იყო.
ნაბულზეა მურია,
ნადირობა სწყურია…
სულ დაუფრთხო ყროყინით
ნანატრი მოლოდინი!
ბრაზობს, კბილთა ღრჭენითა,
აღარ ითქმის ენითა:
ტოტს მივწვდები სახრე-დარს,
ავაჭრელებ სახედარს!
უკვირს ჩია ჩოკინას,
შეაღონა სლოკინმა:
ყი-ყო, ყი-ყო!
ნეტა, რაღა იყო?!
არ გასწირა გამჩენმა,
ყოვლისშემძლემ, არმჩენმა,
მისცა ჩიას საშველი,
მოუვლინა მაშველი:
უცებ ამ ჩვენს ჩოკინას
წვიმამ დააშხაპუნა,
ყელგამომშრალ ყროყინას
აღარ დაასლოკინა!
ყი-ყო, ყი-ყო!
ნეტა რაღა იყო?!
***
***
***
ბატი-ბუტი ბუტბუტა…
ბატი-ბუტი
ბუტბუტით
დატკაცუნობს
ტაფაზე,
ჩიტბატონა
ბატონივით
შემომჯდარა რაფაზე,
ქუცნა თაგვი
ბუხართან
დაქუცქუცებს თაგუნით,
კატუნია
კრუტუნა
კალათში წევს
კნუტებით…
ობისფერმა
ობობამ
აბლაბუდა
მობოდა…
ბეკეკინამ
ბაკიდან
ისკუპა და მორბოდა…
ცეცხლისფერი
ციკანი
ცელქია და
ციგანი,
რქები უცებ
ამოსვლია
ჰოდა ვეღარ ვიცანი!
ბატი-ბუტი
დაბატულა
ვარდისფერი
აფრითა,
ჩიტბატონამ
ბატონივით
აკენკა და
აფრინდა…
***
***
***
ციყვის სიმღერა
ციყვმა ავივსე ფუღურო
თხილ-კაკალ-წიფელ-წაბლითა,
რაღას დამაკლებ ზამთარო,
გვერდით მოგისვამ ტაბლითა!
მაგ შენმა ყინვის კუდებმა
გუდამშიერნი დაფლითა,
თუ კაი მეკვლე იქნები,
ყელსაც ჩაგიტკბობ თაფლითა!
აკრეფა გრძელდება…
გამოცემული წიგნები:
`ocnia
kemsas zRaprebi~ gamomcemloba `kidevac daizrdebian~, Tbilisi, 1990 w.
`anabana
frinvelebze~ gamomcemloba `qaldea~, Tbilisi, 1996 w.
`saWadrako
balada~ gamomcemloba `kidevac daizrdebian~, `erovnuli cnobierebis analitikuri
centri~, Tbilisi, 2001 w.
`cas pirvel
sityvas~ poezia `mwignobrul-misioneruli fondi~
`anabana
frinvelebze~ (meore gamocema) gamomcemloba `meridiani~, 2014 w.
novelebi
gamomcemloba `meridiani~ Tbilisi, 2014 w.
***
ცირა გოგეშვილი და “კიდევაც დაიზრდებიან” სტუმრად ლ...
***
***
***
***
***
***
ცირა გოგეშვილი და “კიდევაც დაიზრდებიან” სტუმრად ლ...
***
***
***
since 8 June ... 2010
***
***
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
***
Комментариев нет:
Отправить комментарий