XVI. შანტაჟი
საღამოს
ხუთი
იქნებოდა,
ბოლო
სიგარეტის
ნამწვიც
რომ
მოისროლა
გაზონზე
პუტკუნა
ქეთომ
და
მტკიცედ
გადაწყვიტა
შინ
წასვლა.
ის
იყო
სამარშრუტო
ტაქსს
დაუქნია
ხელი,
რომ
განაპირა
ხიმინჯიდან
ნაცნობი
სტვენის
ხმა
შემოესმა.
-- არ არსებობს! – შეჰკივლა შემობრუნებულმა და მძღოლს
ანიშნა
აღარ
გაჩერებულიყო.
-- ჭოწ,
პანტელ,
საიდან
გამომეცხადე?!
-- სად ვიყავი რო!
-- აბა,
ესემესები
?!
-- ეგ იმისთვის
იყო...
ნომერი
მაშინვე
გამოვცვალე...
შაპიტოს
კლოუნივით რომ მოგვადგა ხელში ყვითელი ტუფლებით, რა იფიქრე?! მაყუთი უჭირდა თუ ჰორმონებს ვერ უმკლავდებოდა?! ბოტასი რომ არ მიმეგდო
ძვალივით, რაღა
მოიცილებდა?!
-- მაშინვე
მიხვდი?
ბიჭმა
ბრძნულად
დაუკანტურა
თავი.
-- ისე, შენზე
ნაწყენი
ვარ...
-- გულმოსული სახით გახედა მანქანების ნაკადს
ბიჭმა,
-- რა,
გატიკტიკებდა!.
მაგის
შერლოკა
ნაპარნიკმა,
უბანი
შემიყარა...
მე
კი
სიფათზეც
ვერ
ვცნობ
როგორია?!
-- გამოსავალი არ დამიტოვა, -- თავის მართლებას მოჰყვა პუტკუნა ქეთო, --
ეგ
ის
ვინმე არ გეგონოს, ტყუილს რომ სიმართლედ აჭმევ... მაგდალინელს კი მართლა თრეფიქინგის მსხვერპლი ეგონე და ეგეც შეითრია ეჭვებში... ახლაც გეძებენ...
-- მეძებენ და მეძებონ! მაგათ გასასკვანჩი ბაჭია არ ვარ მე ...
-- ცუდი განძრახვა არ უნდა ქონდეთ... ასეთი პირი უჩანდა ლაპარაკს...
-- რა გეშველება
ქეთუშ,
ვინც
მოგეფერება,
ყველა
კარგი
გგონია
მერე...
-- უკვე, ეგრე არა?! – გაიბუტა ქალი.
-- ვიპოვე ჩემი ძვირფასი დაიკო! -- გულახდილობით მოინდომა მისი შემორიგება
ბიჭმა.
-- მიხარია, მართლა! ჭორებს არ დაუჯერო...
მე
არაფერ
შუაში
ვარ...
პირველივე
დღეს
გავაგდე
აქედან...
ბიჭი მდუმარედ
იდგა,
ორჭოფობდა
ეთქვა
თუ
არა...
-- ტყუილად არ მოხვიდოდი
აქ
?! -- ისევ
ქალმა
დაარღვია
სიჩუმე.
ბიჭმა
თავი
დაუქნია.
_ვიდრე
იმ
კასრს
არ
გავაგორებ,
ვერ
მოვისვენებ... მშობლების საფლავზე ვერ მივსულვარ, სინდისი მეწვის! ერთადერთ დას ვერ მოვუარე...
-- შენი კარგად
მესმის,
მაგრამ
მაგ
საქმეში ვერ გამოგადგები... გიჯობს გადაიფიქრო
და
სწავლას
მიხედო…
,მიქიდანაც
არ
გამოგაგდონ...
ბიჭმა ჯიუტად გაიქნია თავი.
-- როგორ გგონია მარტო შენ გჭირს მაგისი ჯავრი?!
ისევ
თავისები
დაუსვამენ
წერტილოვს
წერტილს! ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე, აღდგომა და ხვალეო... იარაღის ბარიგებისგან შორს ვარ! დაგიფიცო?!...
-- არაა საჭირო, ისედაც
ვიცი!
სხვა
რამის
სათხოვნელად
მოვედი...
გავიგე
მაგდალინელის
ნაპარნიკი
დაგიმეგობრებია...
რა
იქნება
ერთი
ღამით
რომ
ააწაპნო
ფიშტო...
ორ
დღეში
ათას
დოლარს
დაგიდებ...
Hottel Rose-ში შეაბამ ზეგ ღამე... შენგან რა მიდის! გეგმა საათივით მაქვს აწყობილი... დილას უკვე...
-- გაგიჟებულხარ ბავშვო! არ გამოვა
ეგ
საქმე...
დილამდე
ვერ
დავაოკებ,
ერთ
ადგილზე
დიდხანს
ვერ
ჩერდება!
-- დააძინე... ვისკი და ამიდდრიპტილინი! ხელმისაწვდომია და საკმარისი...
-- კაი მომზადებული
ჩანხარ,
მაგრამ
ვერა!
-- მტკიცედ
იუარა
ისევ
ქალმა.
-- შანტაჟს ნუ დამაწყებინებ! იცი, რასაც
ვგულისხმობ!
პუტკუნა ქეთოს ბრაზმა ყელი წითლად ამოუფოთლა.
-- ასპროცენტიანს
არ
გპირდები,
მაგრამ
თუ
გამოვა, გათენებამდე ადგილზე უნდა დაიდოს! ყოველ-მიზეზ-გარეშე... გაიგე?! --
ჩაუმარცვლა
გულმოსულმა.
-- თუ
არა
და
სხვაგან
ეძებე...
XVII.
ნოსტრადამუსი დარიჩინის სუბლიმაციით
საშინლად არ უყვარდა ეს პროცესი. უფრო მეტიც უსარგებლო ფაცი-ფუცად მიაჩნდა საჩუქრისათვის სირბილი. იცოდა, საბოლოოდ
მაინც თაიგულზე გააკეთებდა არჩევანს. ყოფილა შემთხვევა ერთი ვარდითაც მისულა წვეულებაზე და უფრო დიდი ფურორი მოუხდენია, ვიდრე ზოგიერთის საგანგებოდ ნარჩევ ძღვენს!
„ფლორა
ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ფლორა
ყველგან
ჭრის!“-
ხშირად იცოდა ამ სიტყვებით თავმოწონება...
მაგრამ
ეს
სხვა
შემთხვევა იყო...
დილაადრიან
ჩამოუარა ჭურჭლეულის თაროებს სუპერმარკეტში და კარგა
ხნის
ხეტიალის
შემდეგ
როგორც
იქნა
შეარჩია.
საჩუქრების
შესაფუთი
კიოსკიც,
წეღან
რომ
შეიგულა,
უკვე
გაღებულიყო. დახლთან მდგარმა გოგომ მის შესვლაზე ნაჩქარევად გადაისვა
ყაყაჩოსფერი
პომადა
ტუჩებზე
და
უხერხულ
ფაქტზე
წასწრებულივით სწრაფადვე
შეინახა
ჯიბეში
სარკესთან
ერთად.
კაცმა
სხვათაშორის
დაუკრა
თავი.
სახეში
არ
შეუხედავს,
უცერემონიოდ
შეაჩეჩა
ხელში მუყაოს
მომცრო ყუთი
და
კბილებში
მოქცეული სიგარეტი
მარჯვედ გააბოლა.
ქალიშვილმა უკმაყოფილოდ გადააქნია
თავი: -- აქ, ნუ ეწევით
თუ
შეიძლება...
-- საგულდაგულოდ დამშვიდებული ხმით სთხოვა
წამიერად
გონებაგაფანტულ
კლიენტს და მისი სასაცილოდ აბურძგნილი თმის დანახვაზე ტუჩის კუთხეში დამცინავი ღიმილი შეეპარა.
კაცმა მორჩილად
ჩაუძახა კართან მდგარ ურნაში თითქმის ახალ- მოკდებული სიგარეტი და გოგომაც,
ჯილდოსავით
რომ უთავაზა კმაყოფილი ღიმილი, ვიდრე საქმეს შეუდგებოდა, თავზე წამოკოსებული ვეებერთელა, თეთრწინწკლება წითელი ბაფთა ჰაიჰარად შეისწორა:
-- როგორი
ქაღალდით გნებავთ?
-- სულერთია, ნებისმიერი...
საჩუქრების შემფუთავმა ცხვირი აიბზუა:
-- თბილ და კაშკაშა ფერებს
ქალბატონებისთვის
ვურჩევთ,
მამაკაცებისთვის უფრო ცივ ტონებს ვთავაზობთ...
-- კაცს გაეღიმა. სხვა დროს ხელიდან არ გაუშვებდა მსგავს
შემთხვევას
და
უსათუოდ
კედელთან მიიმწყვდევდა ამ სიტყვების
ავტორს საკუთარი საქმიანობისადმი „უსულგულო“
და
შაბლონური
მიდგომისათვის. მაგრამ წუხანდელის შემდეგ, რაც უფრო უმატა წრიპინს მისმა უნივერსალურმა Sezam Kay-მ, მტკივნეულ პულსაციას გრძნობდა საფეთქლებთან და პოლემიკის
გუნებაზე არ გახლდათ...
„ გაუკვირდება, რომ დამინახავს...
იქნებ
არც
გამიღოს
კარი...
შინ
რომ
არ
დამხვდეს! აბა, სად
წავიდოდა
ამ
დილაადრიან...
ო,
როგორ
მოსწონს
იდუმალი
მადამის
როლი!
მაგრამ
ჩვენც
რომ
ეგეთები
გვევასება!
არა,
არა,
რა
სისულელეებს
გავუტიე...
რა
ვიცი
ჯერ მის შესახებ, გარდა იმის, რომ თებე ჰქვია?!
არაფერი! სავარაუდოდ, თეკლე-ბესიკის პირმშო იქნება... სახელიც, შესაბამისად თავკიდური მარცვლების ჰიბრიდი მგონია... სულაც
თუ
ბებიის
მოსახელე
თებროლეა?!..
„ ქალღმერთივით
კი
უჭირავს
თავი
და... შენ რა გაწუხებს?“
„ მისგან
ამბროზიას
ვერ ვეღირსები ...“
უკვე ქუჩაში მიაბიჯებდა, ანგარიშმიუცემლად რომ დაიხედა
საათიან
მააჯაზე
და
ხელის
ამ
ერთი
შეხედვით
უწყინარ
აქნევაზე,
მყისიერად აღმოჩნდა მის ფეხებთან დამუხრუჭებულ ტაქსში...
კიბე უხალისოდ აათავა, ჯერ ისევ ბრაზობდა საკურარ თავზე, კარზე
მორი-
დებულად
რომ
დააკაკუნა.
-- ვინ არის?!
-- დიდი
ლოდინი
არ
დასჭირვებია,
ისე
გამოეხმაურა
ქალი.
-- მე ვარ, - - - - ი -- ჩუმად, თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა.
-- ხმა არ გაქვთ?!..
-- უკვე კართან ახლოს
გაისმა ქალის ხმა.
კაცმა
სახელი
გაიმეორა.
ამჯერად, ისეთი ხმამაღალი
ნათქვამი
გამოუვიდა,
საკუთარი
სახელი
ეხამუშა.
-- ეგეთს არავის ველი, რა გნებავთ?
აღარაფერი
უპასუხა,
თავდახრილი
გაირინდა.
სათვალთვალო ჭუჭრუტანასთან ათამაშებულ შუქ-ჩრდილების
მონაცვლეობას ჯაჭვის ჩხრიალი და მოძველებული საკეტის უსიამოვნო
ჩხაკუნი
მოჰყვა. კარი
ნელ-ნელა შეიღო.
აბრეშუმის
პიჟამაში
ჩაკარგული ქალი ფეხშიშველა იდგა და არაგულწრფელი გაოცებით
უცქერდა
უეცარ სტუმარს.
„მიცნო!..“
იცნო, რა თქმა უნდა იცნო.
სახეზე
ღიმილმაც
კი
გადაურბინა,
მართალია
ირონიულმა მაგრამ მაინც ღიმილმა, თუმცა
შეპატიჟება
არც
უფიქრია.
-- მეგობრებისთვის, ექვსის შემდეგ
იღება
კარი...
-- გაუღიმასავით
ტუჩებშეწეპებული
პირით,
-- უპოვართათვის დრო არ არსებობს...
ნათესავები
არ
მაწუ-
ხებენ!
-- გაგულისებით
მიახალა
ქალმა
და
მრავალმნიშვნელოვნად
გადააქნ-
გადმოაქნია თავი.
-- მე...
-- თქვენ ვერ მოერგეთ ვერცერთ კატეგორიას...
-- მე მხოლოდ გუშინდელი
ზარალის ასანაზღაურებლად მოვედი... -- როგორც იქნა, ამოთქვა კაცმა.
-- ვერ მიგიხვდით...
-- გასაგებია!
ვერ
მიცანით...
-- მე,
არავინ
და
არაფერი
არ მავიწყდება... -- ახლა უკვე შესამჩნევი
ღიმი-
ლი
შეეპარა
ქალს
სახეზე.
-- აბა, მემდურით?!
-- არა, გეხუმრეთ... უბრალოდ,
არ
გელოდით ასე, სწრაფად
და
ასე,
ადრიან...
ქალი გვერდზე
გადგა
და სტუმარს გზა მისცა.
კაცის
წუხანდელი
სითამამე
სადღაც
გამქრალიყო.
ბაფთიანი
ბრჭყვიალა ყუთი
უხერხულად შეაჩეჩა ხელში.
ქალმა რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ, გადაიფიქრა. მერე
ნაღვლიანი
სახით
მიუჯდა
ოთახის
შუაგულში
მდაგარ
მრგვალ
მაგიდას და უხალისოდ შემოაფცქვნა ყუთიდან ამოღებულ
ჭიქებს
სიფრიფანა
ქაღალდები. ბაროკოს სტილით
მოხატული
ყავის
ფინჯნები ხელში შეატრიალ-შემოატრიალა და ფეხზე
უხერხულად
მდგარ
სტუმარს
ჭირვეული
ბავშვივით,
საყვედურით
ახედა.
-- ძალიან
ლამაზებია,
მაგრამ
არ
იყო
საჭირო...
-- საოცარი
გულწრფელობით
უთხრა
მერე,
-- მეგობრები მარათლაც
ექვსის
მერე მსტუმრობენ...
-- მაგრამ...
ხომ არსებობენ გამონაკლისებიც ... -- წამოიყელყელავა უკვე შეთამამამებულმა კაცმა...
ქალმა თავი გააქნია უარის ნიშნად.
-- გამონაკლისები,
როგორც
წესი,
კადნიერები არიან ხოლმე... მეგობრები
ჩემს
ტიპიკონს მკაცრად იცავენ! დარღვევით,
მხოლოდ
სხვა
თუ
დაარღვევს!..
-- ახლა უკვე კეკლუცად ჩაიცინა.
კაცს ისარივით მოხვდა გულში სიტყვა „სხვა“.
„ნუთუ წუხანდელის
მერეც სხვა ვინმედ
დავრჩი...
“ -- უკვე უხერხუ- ლობაც კი იგრძნო
გუშინდელი
საღამოს
გამო…
* * *
-- თუ ნებას
დამრთავთ საკუთარი ხელით მოგიმზადებთ უგემრიელას ყავას, მშვენიერო დიასახლისო და...
-- მადლობელი ვარ,
მაგრამ
არ
მსურს...
-- უემოციო სახით გაეპასუხა გულზე თეფშებახუტებული ქალი
უცნაურად
თვალებაპრიალებულ კაცს და მხარი აუქცია...
-- როგორ
გეკადრებათ,
ყველას ჩავუხედე
უკვე
და
უმშვენიერეს მასპინძელს ხომ არ დაგტოვებთ უმკითხავებელს! მერწმუნეთ, მართლაც
მოგეწო-
ნებათ... -- თავისას არ იშლიდა
შემოსწრებული სტუმარი, უფრო ზუსტად კარის მეზობლის სტუმარი და ლოდინის ნებართვამოპოვებულს უკვე მაგიდის
წევრებთან გაშინაურებაც რომ მოესწრო.
-- ყავა თუ მარჩიელობა!
-- ყველაფერი... -- სხარტად მიუგო კაცმა, როგორც კი ქალის ყოყმანი შეი- გრძნო და გამარჯვებულის პატივმოყვარული სიცბიერე გაუკრთა თვალში.
ქალმა
არ
შეიმჩნია,
მისმა
ფარულმა უტიფრობამ რომ
გააცეცხლა.
„რა დიდი წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თავზე, ვაჟბატონო!“ -- ირონიულად
გაიფიქრა,
როცა
თვალი
თვალში
გაუყარა. თქმით კი სხვა უთხრა:
-- მადლობელი
ვარ
გამორჩეული
ყურადღებისთვის,
მაგრამ
არაა
საჭირო...
იშვიათად
ვსვამ ყავას საღამოს პირზე... -- დანანებასავით გაისმა ბოლო სიტყვები.
„ ნეტავი რატომ
ქალბატონო,
ნეტავი
რატომ... უძილობა თუ გტანჯავთ მარტოს ღამით ლოგინში... “ --
რიტმულად გააგრძელა კაცმა
საკუთარი
ფიქრის
ვერსია.
-- დამეფიცება,
არ
ინანებთ
არასდიდებით,
თუ
არ
გაატანთ
ამ შანსს ქარაშოტს... დროზე თუ სწვდებით
პეგასს
ფაფარში...
-- წუსისინა
მერე
ყურთან, -- მსგავსი წუთები, როგორც წესი
არ
მეორდება! შეიტყვეთ თქვენი
მომავალი, თქვენივე მონამოჩილის პირით... -- აგრძელებდა
კაცი.
-- თავს ნუ იწუხებთ,
გამორიცხულია!
ჩემზე
არ
ჭრის მსგავსი ბოდვები...
-- ვითომ? -- თითქოს ცივი წყალი გადაასხესო კაცს, ისე თქვა.
-- მაპატიეთ, მაგრამ არასოდეს
მჯეროდა მარჩიელი შარლატანების ... სულ არ გრცხვენიათ?! პროფესორო...
-- მრცხვენია?!
კი
მაგრამ
რისი?! მაწყენინეთ და ეგაა! მე არც შარლატანი ვარ და არც მატყუარა! სხვათაშორის არც პროფესორი, ჯერ მხოლოდ საკანდიდატოზე ვმუშაობ! ეს გატაცება
კი
ისევე
წრფელი
და
მართალია
როგორც
ჩვენი
გულები...
მე
ხოლოდ
იმას
ვახმოვანებ,
რასაც
ფორტუნა
ამოაფენს ფინჯნის კედლებზე! ასეა,
ჩემო
კეთილო,
ბედისწერა
წერს
ხატავს
თავად
ყველაფერს...
კაცი სადღაც შორს იყურებოდა, თუმცა ქალის სკეპტიკურ მზერას სხეულით გრძნობდა.
-- თქვენი
გახალისება
მინდოდა
მხოლოდ!
თუმცა
არ
მიკვირს,
დამნაშავე
ვარ...
ისე
ჩაგაცივდით, ალბათ
შეგაშინეთ
კიდეც ჩემი ჟინიანობით... თქვენ კი გამკიცხეთ
და
რა
აღარ
დამწამეთ!
არა
ცილი
სწამო
მოყუასსა
შენსა
წამებითა
ცრუითაო...
მეცხრე
მცნებაა
მშვენიერო
დიასახლისო...
-- თქვა მცირეოდენი პაუზის შემდეგ და ქალს თვალი თვალში გაუყარა...
არც ქალი დაურჩა ვალში გაბედულებით. იდგნენ ერთმანეთის პირისპირ ხიდზე შემდგარი ჯიუტი
თხებივით
და
დათმობას
არც
ერთი
არ
აპირებდა.
„უკარება კაპუეტი! აი, ვინ ხარ შენ...“ -- უთხრა
კაცმა
ფიქრით.
“თავდაჯერებული, ავყია უზრდელი...“ -- არ დათმო პოზიცია ქალმა.
-- ბუასტის
მოწაფე...
- ჩაილაპარაკა მერე კაცმა და სკამზე
ჩამოჯდა...
--ეს, თქვენ, ჩემზე?!
-- მიყვარს ბუასტი! გენიოსია... ბანოვანთა
გულთამხილავი...
-- ბანზე
აუგდო
სიტყვა
კაცმა...
ქალს,
ცოტას
გასწყდა,
ცნობისმოყბარეობამ
არ
სძლია:
„მაინც რაო?“ - უნდოდა
ეკითხა,
მაგრამ
იმარჯვა
და მხოლოდ გაუღიმა.
„კერკეტი კაკალი... ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში ჯერ არავის
ჩავუყენე-
ბივარ...
“ – უკვე ბრაზობდა კაცი და ვერაფრით
აეხსნა, როგორ ახერხებდა ეს გულუბრყვილო სახის მოსათნოო არსება თავისი უსაზღვრო ცნობის მოყვარეობისათვის ლაგამის ამოდებას...
-- ქალმა
რომ
იცოდეს
თავისი
დუმილის
ძალა.
სხვა
იარაღს
არ
იხმარდაო... ბუასტის მასტერკლასიდანაა, ეს ვიგულისხმე
მხოლოდ
და
მხოლოდ...
საუცხოოდ
ფლობთ ამ იარაღს...
ვაღიარებ!
-- დასძინა
ბოლოს.
-- სტუმარი
ღვთისაა! ეს კი,
ბებიაჩემის
მასტერკალასია...
-- არტისტულად
გაუღიმა
ქალმა
და
ცალი
წარბი
შუბლზე
ისე
მოზიდა,
თითქოს მეტოქის განზრახვა უკვე განჭვრიტა
და
ახლა
მისი
დანამუსება
სურსო...
კაცმაც დრო იხელთა:
-- კააარგით... ორივემ
დავივიწყოთ,
რაც
იყო,
იყო! ბარი-ბარში ვართ უკვე თითქმის... ახლა მაინც
მომეცით
ნება, ორიოდ წუთით ვისარგებლო თქვენი სამზარეულოთი....
აქ უკვე
გაბრაზებით გახედა ქალმა აბეზარ სტუმარს.
კაცმა ხელები გაასავსავა:
-- ორიოდ წუთით,
მხოლოდ
გაზქურა
და
ყავადანი! გულით და სულით მსურს დააგემოვნოთ... -- კაცმა
ხმას
დაუწია,
-- იძულებული
ვარ
დროზე
ადრე გაგიმხილოთ, ჩემი უნიკალური რეცეპტით მომზადებული ჭეშმარიტად წინასწარმეტყველური ყავა...
თვალებმოწკურულმა ქალმა ირონიულად
ჩაიღიმილა.
კაცმა ღირსეულად
გაუძლო გამოწვევას.
-- ეგ ღიმილიც უცილებელ ინგრედიენტად დაემატება ჩემს ნოსტრადამუსს!
-- ოჰო! ოჰ ?!
-- დიახ ნოსტრადამუსს! ნოსტრადამუსი, მანდრაგორის
და
დარიჩინის სუბლიმაციით... უძველესი რეცეპტია,
მაგრამ
ამავე
დროს
ახალი
და
უნიკალური, რადგან... – კაცმა უფრო გაისაიდუმლოვა ხმა, -- სუბლიმაციის
ფაზების
მოხელთებას იშვიათი ოსტატობა და ცოდნა სჭირდება... ეს ცოდნა კი ყველას როდი ეძლევა... -- თქვა და გამკაცრებული
სახით
მოეყურადა
ღამეულ
ზუზუნს...
-- ამაოდ ცდილობთ ზეგავლენის მოხდენას!
ნოსტრადამუსი,
სუბლიმაცია,
მანდრაგორა,
პითაგორა... მეცხრეკლასელი გოგონა ხომ არ გგონივართ,
ან რომელიმე თქვენი პირველკურსელი სტუდენტი, გამოცდის
შემდეგ
კაფეში
რომ
ეკეკლუცება
გულუხვ
პროფესორს...
კაცმა შინაურულად გადასწია ფანჯარაზე მოფრიალე ფარდა
და
ვარსკვლავებით
მოჭედილ
ცას
გახედა. გუმანით იგრძნო, მისმა
საკრალურმა მინიშნებებმა მონუსხეს ქალი და მიზნისკენ მიმავალი გზაც საგრძნობლად შეუმოკლეს. ამას კი არაფრით
არ
ელოდა,
ასე
სწრაფად
და
ასე
იოლად,
ამ
იდუმალი
და
არაპროგნოზირებადი
ხასიათის ქალისგან.
ნეტარებით
გაირინდა
ორიოდ
წუთით
და
თავს
დამსახურებულად
მისცა
მრავალმნიშვნელოვანი დუმილის უფლება...
-- თებე, თებე...
თებუსია,
ერთი
ნაფარეულიც
და
დიონისეს
მივებარებით!
-- ა-რა!
ქალმა,
მტკიცე
უარის მიუხედავად, მაინც გადმოიღო
მაცივრიდან
ლამაზეტიკეტიანი
ბოთლი.
-- ზღაპარი
გოგო
ხარ
თებე,
შემოგევლოს
ჩემი
თავი! ხომ იცი, შენ ვინც გაწყენინებს, მომავალი არა აქვს! მოიცა, არ წახვიდე...
ჯერ
არ
მითქვამს
შენთვის
რომ გენიოსი ყოფილა იმ შენი მეზობლის თანამშრომელი თუ თანაკლასელი?!...
წავიდა
უკვე?!
-- ძმაკაცი...
-- დაუზუსტა
გვერდით
მჯდომმა სამჯერ განთხოვარმა ნინიამ.
-- კარგი, ძმაკაცი
იყოს!
რა
მნიშვნელობა
აქვს,
გადამრია
კაცი!..
წამყვანი
პროფესორი უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე და...
მარჩიელობის
უსტაბაში?!
ჰობი უძახე
შენ!
გელფრენდი რომ მყავდა ბოლო,
ნასტასია?!
ინიციალებიც ზუსტად მითხრა
და ისტორიებიც დამილაგა подробно! გამაგიჟა კაცი!
თქვენი
გზები ეს-ესაა გაიყარა,
მაგრამ
არ
იდარდო,
რომაული
სამიანი
ჩანს
გამოკვეთილად...
სამი
თვის
ან
სამი
წლის
შემდეგო...
-- ან სამი საუკუნისო, არა?! ... -- მარჯვედ
ჩაურთო
ისევ ნინიამ და ოლივიეს
სალათი
უკვე
თეფშიანად
დაიდგა
წინ...
-- შენ, ჩუ!.. მაქსიმუმ
სამი
წლის
შემდეგ,
უსიკვდილოდ
გადაიკვეთება თქვენი გზები ისევო!
არა, რომ გამართლდეს და მართლა გადაიკვეთოს! თან მემკვიდრეობაც
ეჩითება
თურმე ოჰაიოშიო... რა ვიცი... --
წამით
ჩაფიქრდა და ღვინიან ფუჟერს ჭაღის შუქზე გახედა. -- ისე, მართალი ხარ შენ, ხო, იცი, ნინა... რომაულით ხომ უფრო საუკუნეებს
წერენ...
თუ
არც
გადაიკვეთება,
რა!
-- ბედს შეგუებულივით
ჩაიქნია
ხელი და სასმისი გამოცალა.
ქალს რატომღაც არ ესიამოვნა
„ექსპერტი“
ნინიასგან
კაცის
აბუჩად
აგდება... და არც ის, საკუთარი თავი რომ გამიოჭირა მოხალისე მარჩიელის გულშემატკივრობაში. ტუჩები უცნაურად
მობრიცა
და
აჩქარებით
დაუბრუნდა სამზარეულოს.
კაცი ისევ ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ქალის დანახვაზე პაპიროსი საფერფლის ღარში ჩადო და ხელისგულები სწრაფად გაუსვ-გამოუსვა ერთიმეორეს. აშკარა იყო, მისი წეღანდელი შეთავაზება არა მარტო არ მოხსნილიყო დღის წესრიგიდან, გარდაუვალი თანხმობის მოლოდინითაც კი გამოხატავდა ხალისიან
მზადყოფნას.
თებეს
ბევრი
აღარ
უფიქრია, ერთი მეორის მიყოლებით გადმოულაგა გაზქურის სიახლოვეს ყავისმარცვლებიანი მინის ქილა,
ელექტროსაფქვავი
და
საშაქრე.
თაროს მიხურვა რომ დააპირა, კაცმა მსუბუქად სტაცა
ხელი
მაჯაზე
და
უსიტყვოდ
შეაჩერა.
მერე
ზედა
თაროზე
შემოდებულ სანელებლებიანი ყუთიც დანარჩენ საგნებს მიამატა და ახლა უკვე მიამიტად მომღიმარ ქალს სავარძელზე მიანიშნა.
ისიც მონუსხულივით დაჰყვა უსიტყვო
მითითებას.
მორჩილად
ჩაეშვა სავარძელში, ფეხი ფეხზე სტუმარივით გადაიდო და ხელები
ინტერესით
ამოიწყო
ნიკაპქვეშ.
„ვკეკლუცობთ კიდეც, არა?! კარგია...“ -- გაიფიქრა კაცმა და ისეთი გატაცებით აფუსფუსდა, აშკარა იყო, უკვე
„დავიწყნოდა“
მისი
იქ
ყოფნა...
ყავის ნეტარმა არომატმა წალეკა
მალე
იქაურობა!
მონოტონური ჩურჩულით ითვლიდა დროის მცირე პერიოდებს და შესაბამისად ჰაერში მოტორტმანე სურნელებანიც უცნაურად
მონაცვლებდნენ...
რამდენჯერმე
გადმოდგა
და
ისევ
შედგა
ცეცხლზე
ყავადანი...
შიგადაშიგ
გაუგებარ
სიტყვებს
ბუტბუტებდა...
გამაოგნებელმა სურნელმა ცნობისმოყვარე ნინიასაც
შემოარგვევინა
სამზარეულოს
კარში
თავისი
თმაგაწეწილი თავი, მაგრამ რაკი სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა და თებემაც
გულმოსული
სახით აუქნია ხელი,
მალევე „აორთქლდა.“
კაცი მთელი სხეულით გრძნობდა
ქალის მზერას,
მაგრამ
ერთხელაც
არ
გაუხედავს მისკენ. მერე
უცნაური
კმაყოფილებით გადმოიღო თაროდან პაწაწინა,
ბროწეულისყვავილისფერი ჭიქა და გაუგებარი ბუტბუტით ჩააქაფქაფა შიგ ცხელი ნოსტრადამუსი. გულმოდგინედ ამოუდო ქვეშ თეთრი ლამბაქიც
და
დიდის მოწიწებით მიართვა
სკეპტიკოს დიასახლისს.
ეგზოტიკური სურნელით გაბრუებული
თებე
ნელი
პაუზებით, დაგემოვნებით შეუდგა ჯერ ისევ ცხელი
ნოსტრადამუსის ხვრეპას... ყოველ ყლუპზე
უცნაური
სიმსუბუქე და ენით აუწერელი
უწონობის
განცდა
ემატებოდა...
„ვერაგი! “ --
წამიერად
გაუნათდა
გონება და ფინჯანში
სანახევროდ ჩარჩენილი
ბლანტი
ნალექი ქათქათა
ლამბაქზე
წამოაპრქვავა...
კაცი
რა
ხანია
თითებით სრესდა ფორმადაკარგულ სიგარეტს და
მოკიდებას
ისევ
არ ჩქარობდა.
ერთი-ორჯერ ინტერესით
ჩახედა შეუმშრალ
ფინჯანს და უხერხული სიჩუმის დასაძლევად სიგარეტის კოლოფის გულის ამაჩუყებლად მზრუნველი
სლოგანი
ამოჩემებული
სიმღერის
ტაქტივით
ეს
უკვე
მერამდენედ წაიმღერა:
-- მოწევა
მავნებელია,
მოწევა
კლავს... მოწევა მავნებელია, მოწევა კლავს, კლავს, კლავს...
„ანუ
კოგნიტური
დისონანსის
თვალსაჩინო
მაგალითი,
არა?! მე კი ნიანგის
ცრემლებს
დავარქმევდი...“
-- უნდოდა
ეთქვა
ქალს,
მაგრამ გადაიფიქრა.
კაცი გამალებით ალაგებდა გონებაში
დამაინტრიგებელ
დინამიურ
ფრაზებს
და
წინასწარ
ტკბებოდა
ვირტუალურ
ანკესზე
წამოგებული ქალთევზას კეკლუცი ფარხალით.
უნდოდა
ყველაფერი
პირში
მიეხალა,
რაც
კი
სტუმრობის
ამ
მცირე
მონაკვეთში
ჩაუკაკლა მისმა ფსიქოტიპმა... ეშურებოდა, საბოლოოდ
გაეოგნებინა და დაემსხვრია თავდაჯერებულობით გაამპარტავნებული ქალის
სიამაყე...
შური
ეძია
დამცირებისთვის...
ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ წარმატებით გაართმევდა თავს
უსიტყვო
ორთაბრძოლას,
მითუმეტეს ნოსტრადამუსის ავტორიტეტული აკომპანიმენტის
თანხლებით...
თითქოს
მთელი
არსებით
გრძნობდა ქალის შინაგან ღელვას და მოლოდინს.
„წინ დიდი სიამობნებანი გელით ქალბატონო...
დაე,
გეგონოთ, რომ გამომაპერეთ თქვენი ზრახვები?! “ -- როგორც
იქნა
თავი
ისევ
დაიგულა უპირატეს მდგომარეობაში და საამო ჟრუანტელმა
დაურბინა ტანზე...
„მოვტეხე...“ ¬ ისევ წამოეპარა
ვერაგი
თვითკმაყოფილება
და ჩამუქებული
ჭიქის
ფსკერს
ისეთი
აზარტით ჩახედა თვალმოჭუტულმა, კბილებში მოწეწკვილ
ქვედა
ტუჩსაც
ვერ
გრძნობდა
უკვე.
ელოდა...
ო,
როგორ
ელოდა
და
სწყუროდა შეშფოთებული ქალის
მღელვარე ხმის გაგონება!
მაგრამ სუფრასთან დროდადრო ახორხოცებული სტუმრების ღრიანცელი
უბათილებდა მოლოდინს.
თავი ასწია და, რაკი ჯერ კიდევ ეუეჭველებოდა მისი შემკრთალი
მზერის
ხილვა,
ჩვეული ყელყელაობით ამაყად გახედა სავარძელში თავმომწონედ გალურსულ ქალს.
მაგრამ რაც შემდგომ მოხდა, ამას ვერაფრით წარმოიდგენდა, მითუმეტეს ნოსტრადამუსის
რიტუალის
შემდეგ...
ელდანაკრავივით გაფითრდა, როცა მის შემოხედვაზე ქალმა მხიარული,
ჟღერადი
ხმით
გადაიკისკისა.
კაცს
მყისიერად გაუმკაცრდა სახე და სწრაფი
ნაბიჯით
გაემართა
ფანჯრისკენ.
შეცბუნებლი თებეც წამოდგა იმავ წამს, მაგრამ მუხლებში ძალაგამოცლილი მოწყვეტით ჩაეშვა
ისევ
სავარძელში.
კაცმა უხეშად
სტაცა
ხელი
ფანჯარაზე
მოფრიალე
ფარდას
და მთელი ძალით გასტყორცნა ვარსკვლავებით მოჭიქულ ცას ბროწეულისფერი ფინჯანი...
“ესეც წერტილოვანი...”
შემობრუნებულს საოცარი სიმშვიდე ეფინა სახეზე...
-- ნურაფერს
მკითხავ!
-- შესჩურჩულა
წინ
შემოფეთებულს და ყავაშერჩენილ ტუჩებზე უცერემონიოდ აკოცა.
„ასე ხომ მისატოვებლად განწირულ ქალებს
ჰკოცნიან
დონჟუანები...“ -- თითქოს
დანანებით
გაიფიქრა
ქალმა.
თქმაც
დააპირა...
მაგრამ
მარჩიელი
აღარსად
ჩანდა...
* * *
-- არ მეგონა
ისევ
თუ შემამკობდით ჩხვლეტია ეპითეტებით... კადნიერის ტიტულს მხოლოდ კომპლიმენტად თუ ჩავთვლი უკვე! -- ორივე ხელი მხიარულად გაშალა კაცმა...
-- კარგია
რომ
მოხვედით...
-- წამოიწყო ისევ შეპარვით ქალმა.
-- ამის მოსმენა
კი
მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობაა... -- გაიბადრა
კაცი
და
ხელებზე
წაეტანა
შეთამამებული. -- როგორც ბუასტის სანიმუშო მოწაფეს, გაგიმხელთ, რომ წუხელ,
სუბლიმირებულმა ნოსტრადამუსმა გიხსნათ განსაცდელისგან, -- მეტი სიმძაფრე რომ მიეცა ნათქვამისათვის, კაცი თავის
კანტურს
მოჰყვა. -- ის რაც ნოსტრადამუსმა
მამცნო ფინჯნიდან, არ გაშინებთ, მაგრამ ... -- კაცმა ჩვეული
მრავალმნიშვნელოვანი
პაუზა
გააკეთა
და
ხელები
გაასავსავა – არა, ... რაც ვნახე გახმოვანებას არ ექვემდებარება...
მხოლოდ
იმის
თქმას
გავბედავ თამამად, რომ
თავად ბედისწერამ
გაიტაცა
თქვენი
ფინჯანი...
-- იცით!..
-- წარბი შეიკრა ქალმა.
-- შეგიძლიათ
აღარაფერზე
იდარდოთ...
-- უფრო
აზარტით
არგძელებდა კაცი, --
მე
და
ნოსტრადამუსმა
დროულად შევცვალეთ თქვენი მომავალი! მატრიცული თეორიის ცნობილი აქსიომაა,
ცვლილება
ხდება
ან სწრაფად, ან არასოდეს! თქვენს შემთხვევაშიც სწორედ რომ ასე მოვიქეცი! უსწრაფესად, თითქმის სინათლის სიჩქარით აგაცილეთ ფატალური
განსაცდელი...
-- სამწუხაროა... -- ნაღვლიანად წამოიწყო
თებემ
და
ტუჩები,
ჯერ
კიდევ
რომ
ახსოვდათ
გუშინდელი
კოცნის
გემო,
გაბუტული
ბავშვივით გადმობრიცა.
-- სამწუხარო
რად
უნდა
იყოს,
ნუთუ
არ
გიხარიათ?!..
-- მიხარია,
ახლა
უკვე
ნამდვილად
მიხარია,
ჩემი ბედისწერის შეცვლას,
თქვენი
მეგობარი
რომ
არ ემსხვერპლა! -- როგორც იქნა ამოთქვა
ქალმა და თვალი თვალში გაუყარა.
-- მეთამაშებით არა, თებე?!
ხუმრობაც
ცინიკური
გყვარებიათ!
მაგრამ
არა
უშავს...
განსაკუთრებულ
ქალბატონს
ხუმრობაც
განაკუთრებული
რომ
გეცოდინებოდათ,
რად
დავივიწყე,
საოცარია!
-- იხტიბარს
არ
იტეხდა
კაცი
და თავისსავე ვარაუდის დასტურს, ქალის თვალებში ეძებდა.
-- რაც ვთქვი სიმართლეა, მაგრამ შეგიძლიათ
აღარაფერზე
იდარდოთ,
-- დაუყოვნებლივ ანუგეშა
სახეგაფითრებული
უიღბლო
მარჩიელი,
-- თქვენი
მეგობარი
და
ჩემი
კარის
მეზობელი ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და ექვსი ნაკერი უმშვენებს თავს! არაფრით არ გამოუშვეს წუხელ! -- დაძაბული პაუზის
განსამუხტავად
თებემ
ნაძალადევად გაუღიმა
და მწვანე ფურცელზე გაკრული ხელით მინაწერი გულდაგულ ამოიკითხა... -- სართული მეოთხე,
პალატა სამი.
კაცი ქანდაკებასავით იდგა, გაქვავებული...
-- დღის ბოლოს გამოწერენ... -- თითქოს დაამშვიდაო ისე სწრაფად შეაგება სიტყვები, -- თქვენთან დარეკვას მოგვიანებით ვაპირებდი...
-- რატომ არ...
-- წუხელვე
მთხოვა,
ნოსტრადამუსი
აღარ შემიწუხო, რაკი გადავრჩი, არაუშავს, ერთით ერთიაო...
-- მხრები
აჩეჩა ქალმა და გაუგებრობის ნიშნად თავი
შეაქანა.
ბოლო სიტყვების
გაგონებაზე
კაცმა
ინსტიქტურად
მოისინჯა
კეფა.
სიცილი
აუტყდა...
“ ესეც
წარმატებული
დამატებითი
ფუნქცია...
“ -- გაიფიქრა
მერე
და
ჯიბეშივე
დააპაუზა...
P.S. ანუ პრეისტორიის მაგივრად.
... უკვე ავტობანზე მიჰქროდა შავი BMV.
-- სახელს
არ
გეკითხები
და
ნურც
შენ
იქნები
ცნობისმოყვარე
იქ,
რომ
შეხვალ...
-- ლმობიერი
ხმით
დაარიგა
მძღოლმა, -- ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, იცოდე!
არც
ხვეწნა,
თუ
უარი
გითხრა! თავისი ტესტები აქვს...
ერთ საათში
ისევ
ჰიპოდრომზე
იდგა
ბიჭი...
უბიდან
ამოღებული
კეპი
ლამის
თვალებზე
ჩამოიფხატა,
ხელები
ჯიბეებში
ჩაიწყო
და
გაჩერებისკენ
გაუჩქარა.
-- ყველა
პროფესორი გახდა! -- ბრაზი
ახრჩობდა...
ისევ ყურში
ედგა
იმის
სიტყვები:
“მაყუთი
თუ
არ
გქონდა
შვილო,
რას
მოდიოდი...
და
რომც
გქონოდა,
არასრულწლოვნებზე
მიყიდვა
აკრძალულია...
პლიუს
ამას,
არაეთიკური!…ენერგია
თუ
გაწუხებს,
ან
კარგი
საყვარელი
გაიჩინე,
ან
სამხრეთამერიკულ
ცეკვებზე
შედი... ნაღდია და... ხელმისაწვდომი...”
XVIII. მშვიდობით იარაღო
ჯერ ისევ პუტკუნა
ქეთოს
ხუჭუჭა
თავი
ედო
ძებნიაშვილს
მკერდზე,
კოწოს
გაბმულმა
ტელეფონის
ზარმა
რომ
გამოაფხიზლა.
უსწრაფესად
მოიყვანა
თავი
წესრიგში
და
იარაღიც
შემოირტყა
წელზე...
საწოლზე
წამომჯდარმა
ქალმა
კმაყოფილი
მზერა შეავლო პისტოლეტის ბუდეს და რატომღაც გული მაინც
აუჩქარდა.
“გადავრჩი” -- ღრმად ამოისუნთქა
და
კართან
მდგარი
ძებნიაშვილი
დამტკბარი
ღიმილით
გააცილა...
კაბინეტი
კვამლში იყო გახვეული.
არაფრით არ ელოდა ამ დილით ამგვარ დახვედრას მელანო შელია.
მხრჩოლავი
სიგარა
ისევ
საფერფლეზე
იდო...
ფანჯარა
გამოაღო
და
მაგიდაზე
დაგროვილი
ფურცლები
უკმაყოფილოდ
შეათვალიერა.
წყვეტილი სიგნალის შემდეგ, რაციაში ძებნიაშვილის ხმამ გაიხრიალა
და
ისევ
მალე ჩაიკარგა:
-- რა ხდება!
-- სასწრაფოდ გადაურეკა შელიამ, -- ვატყობ
სურპრიზები
არ
გელევათ...
-- მაგის
დრო
არ
არის
ახლა
მშვენიერო,
ცნობილების
დასახლებაში
გელოდები, ჩასახვევთან, ოღონდ tet-a-tet…
შელია ოპერატიულად გამოცხადდა დათქმულ ადგილას და ძებნიაშვილის მანქანაში ისეთი განურჩეველი სახით გადაჯდა, ვითომ მთელი კვირის უნახავი არ ჰყოლოდა.
კაცი ჩვეული
მომხიბვლელი
რევერანსით ემთხვია ხელზე, მაგრამ
ქალურ
ინტუიციას
არ
გამოჰპარვია
მისი
უცნაურად
უხერხული
განწყობა...
-- სავარაუდოდ, მკვლელობაა... ვიღაცას საკუთარ
აუზში
დაუმთავრებია...
არადა
ორი
დღის
წინ
ტოკოიში
ეთამაშებოდა
ამომავალ
მზეს...
-- როგორ, პრემიერი?!...
-- ოო, არა... მრჩეველი წერტილოვი, მარკეტინგის მეფე!.. უმუშევრობის პრობლემა რომ გადაჭრა, არასრულწლოვნებით... ლექციაც
მაქვს
მაგაზე
შენთვის
წაკითხული!
-- მახსოვს,
დე-ღე-გე! -- თითქოს თავი მიოწონაო შელიამ.
-- სანამ
ექსპერტი მოვა და ოფიციალურად ჩაგვბარდება საქმე, ადგილის დათვალიერებას გთავაზობ... ხომ ოცნებობდი
საავტორო,
ანუ
როგორც
შენ
გიყვარს
თქმა
ავტონომიურ
გამოძიებაზე...
ჰოდა
აი,
შანსიც
გეძლევა...
გახსნილი
მკვლელობა,
დამსახურებული
ჩინის
საპირწონეა!
ბონუსად
კი
-- გრძელი
ენებისთვის ლაგამის ამოდება... გერასიმეც გაიხარებს!
აუზის
შორიახლო
მდგარი
ტარიელი
შეწუხებული
სახით
დასცქეროდა მრჩეველ წერტილოვის დევივით გვამს. ძებნიაშვილი და შელია უსიტყვოდ ამოუდგნენ დაცვას
აქეთ-იქიდან.
-- კოწომ
დამირეკა,
წუხელ
სხვა
ობიექტზე
მომიწია
მორიგეობა...
-- თითქოს
თავი
იმართლაო
გოლიათმა.
-- თუ ასეა,
შეგიძლია
დაისვენოთ,
თუმცა
იქამდე ასთორმეტში გადარეკეთ ბინიდან...
-- საქმიანი
ტონით
დააწია
ძებნიაშვილმა
ბოლო
სიტყვები
და
შელიას
დაუწყო
თვალით
ძებნა.
უფროსი
დეტექტივი ჰირტენზიის ბუჩქზე გადამხობილი არწყევდა.
-- ემოციები
გადაყარე
გოგონი...
თორემ
მართლა
ვიფიქრებ
რომ
შემთხვევით
ხარ
კრიმინალისტიკაში...
და
ბაბუაშენის
შინელშიც
ტყუილად
გძინებია
შვიდი
წელი
სამორიგეოში... მაშ ასე, პატივცემული გვამისთვის ამ აუზში დამთავრდა ყველაფერი, შენთვის კი, ყველაფერი აქედან იწყება!
-- იცით,
როგორც ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს, მაგრამ ვერ ამიხსნია... მსხვერპლის მიმართ თქვენი
ცინიზმი...
კარგია
რომ
დამსწრე
არ
გვყავს...
ან
იქნებ
მეჩვენება?!
-- მშვენიერო,
-- ამოიოხრა ძებნიაშვილმა, -- ამ გვამის
ბოლო
ინოვაციამ,
“სწრაფი
სესხების”
ანუ “მოკლე ტექსტური შეტყობინებების” სახელით რომაა
ცნობილი,
მთელი
ქვეყნის
ახალგაზრდობა
ჩაითრია,
განურჩებლად
სქესისა... ბევრი უკვე ღია ცის ქვეშაა დარჩენილი... სხვები, ეგრეთწოდებულ
სესხების ამომღებ ფირმებს ჩაუვარდნენ კლანჭებში, რეკეტიორებისგან რომ არაფრით
განსხვავდებიან
და
მტშ-ს, იგივე მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანკესზე წამოგებულებს
საროსკიპოების
პერნამენტულ
ცვლად
მოიაზრებენ... ამისთანებს ჭირისუფლად ვერ გამოვადგები... -- გულგრილად გახედა
გვამს,
-- არც
სჭირდება!
წარმატებას
გისურვებ
უფროსო
დეტექტივო?!
-- მკაცრი
სახით
წააქეზა
კოლეგა
და
სიგარას
მოუკიდა,
-- ისე,
დღეს
თუ
დაგჭირდე,
ნოსტრადამუსთან
მიპოვნი,
წუხანდელის
მერე
თავი
მისკდება!
-- მოაძახა ბილიკზე გადასულმა და უკვე ალაყაფის ჭიშკარში
შემოსული
კრიმინალური
ექზპერტიზის
ბრიგადაA
შელიასკენ
გადაამისამართა.
სხვათაშორის… მაშინ ისეთი დაუდევრობით დატოვა ძებნიაშვილმა ცნობილების დასახლება,
ერთი
პროცენტის
ალბათობითაც
ვერ
დაუშვებდა,
საკუთარი
თავის
ეჭვმიტანილთა
შორის
მოხვედრას...
და
მითუმეტეს
ვერ
იფიქრებდა,
რომ
ტყვიას,
რომელიც
ჯერ
კიდევ
წერტილოვის ნეკნთან ცივდებოდა, მისი პარაბელუმის ლულა ექნებოდა გამოვლილი...
და კიდევ...
მსხვერპლისადმი
თავიდანვე რადიკალურად უარყოფითმა და ტენდენციურმა დამოკიდებულებამ, დიდად გაუძნელა მელანო შელიას სტერეოტიპული, მაგრამ სამართლიანი
ეჭვების
გაფანტვა...
რაც
მოგვიანებით,
წარმატებული
სასამართლო
პროცესით
გამოისყიდა,
როცა
ბრალდებული
ძებნიაშვილი
დარბაზიდანვე
გაათავისუფლეს...
თბილისი -- 2017 წ.
*
*
*
***
Комментариев нет:
Отправить комментарий