***
I. შემთხვევა მეცხრამეტე
კილომეტრზე
დღეს უკვე მეორედ
ჩაუქროლა
საგზაო
პატრულმა
ცაცხვების
ხეივანში
მდგარ
ვერცხლისფერ
სედანს,
ამჯერად
ციმციმაგამორთულმა.
--გააჩერე, სალონს ჩავხედავ... _ უხალისოდ გადაულაპარაკა ინსპექტორმა პონტიმ მეწყვილეს და ნახევრად სავსე ყავიანი ქაღალდის ჭიქა ტორპედოზე შემოდო.
-- საბურავები წესრიგში აქვს... საწვავი გამოელეოდა! -- ჰამბურგერით გამოტენილი
ყბით გაეპასუხა
ისიც და მკვეთრად
დაამუხრუჭა.
მანქანიდან გადასულმა
გუბურიდან
ამოჩრილ ტაქსის
„მამალოს“
ფეხსაცმლის ლანჩა წაჰკრა და ამოწუწულ შარვლის ტოტებს
შეუკურთხა.
„ახია ჩემზე, დაგიმთავრდა ცვლა, არა?!
წადი
რა
შინ! “ -- დატუქსა საკუთარი თავი და ნაბიჯს აუჩქარა.
რაც უფრო უახლოვდებოდა მიტოვებულ ავტომობილს,
საეჭვო
ფხაკუნის
სიხშირე მატულობდა.
-- დაყაჩაღებას ჰგავს! -- გასძახა საჭესთან მჯდომს
და
ვიდრე
რიგითი გორდეზია მის გვერდით გაჩნდებოდა, პისტოლეტი გადატენა. მერე თვალით ანიშნა,
საბარგული
ახადეო
და
რატომღაც
იარაღი
ისევ
ბუდეში ჩააბრუნა.
სახეაჭარხლებულ შუახნის კაცს პირზე
სკოჩი
ეკრა,
დამფრთხალ
თვალებს
აქეთ-იქით აცეცებდა და მძიმედ სუნთქავდა.
-- ასთორმეტს გადაეცი!..
-- უკვე ყველას გადავეცი კაპიტანო... -- კმაყოფილი სახით
ამცნო
გორდეზიამ
და
სანამ
პონტი
დაზარალებულს
ზურგსუკან
გაკრულ
ხელებს
უთავისუფლებდა,
პირზე
აკრული
წებოვანი
ლენტი
ელვის
სისწრაფით
აახია. კაცმა სიმწრით დამანჭა სახე.
ტკივილმა
რომ გადაუარა, თავი გვერდზე
მიაბრუნა
და
მთელი
ძალით გადააპურჭყა.
პონტიმ ყელ-კისერთან
გასმული
ღრმა
ნაკაწრი
თანაგრძნობით
შეუთვალიერა...
--სანახევროდ შემხმარი
სისხლის
მიხედვით
თუ
ვიმსჯელებთ, საათნახევრის ამბავია... -- თითქმის
ყურთან
ჩაულაპარაკა უკვე
თავს
წამომდგარმა
დეტექტივმა
ძებნიაშვილმა.
მერე
ღრმად
ჩამჯდარი
ციქციქა
თვალები
წამიერად მოჭუტა
და
ძიებისათვის
საჭირო
არეალი მეხსიერების ვირტუალურ ნეგატივზე დაიფიქსირა.
-- რას ამბობთ, რისი საათნახევარი! ხუთიც იქნება
და
მეტიც,
კინაღამ
გავიგუდე!
– ორივე
ხელი
წყვილად
გაიშვირა
საბარგულისკენ
ტაქსისტმა.
-- დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ... ყველა- ფერს გავარკვევთ...
-- ორი კაპიკისთვის მიმეტებდა ის ახვარი, ნამუშევარიც არ მქონდა! -- მთელი გული ამოაყოლა
კაცმა
ნათქვამს.
-- ახლა კი ნამდვილად დამთავრდა ჩვენი ცვლა...
წარმატებულ
ძიებას
გისურვებთ!
– ორი
თითის
საფთქელთან
სწრაფი
მოძრაობით
დაემშვიდობა
ინსპექტორი
პონტი
პიტნავა დეტექტივ ძებნიაშვილს და დაზარალებულს გამამხნევებლად გაუღიმა.
-- მადლობა ღმერთს
უმსხვერპლოდ
გადმოგა-
ბარეთ
დღევანდელი
შემთხვევა...
ქალბატონი შეფი როგორ ბრძანდება?!
--ვუძლებთ ერთმანეთს... სხვა რა დამრჩენია ჩემო გორდეზ! ისე, მაგარი კერკეტი ვინმეა... -- შინაურულად
ჩამოართვა ხელი
და ღიმილით გააყოლა თვალი სახეწამოწითლებულს, ერთი ნახტომით
რომ წამოეწია მანქანისკენ წასულ პონტის.
-- თქვენი საბუთები პატივცემულო... -- დეტექტივის ოფიციალურმა
მიმართვამ
უმალ გამოარკვია ტაქსისტი, რომელიც აქამდე თვალს
არ
აცილებდა ექსპერტი გოგონას
ხელებს, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებს სინჯარაში
დიდის
მონდომებით
რომ
ათავსებდა.
-- აბა, თქვენა ხართ, რა! ამეებით აპირებთ
დამნაშავის
პოვნას?!
ესეთი
სკოჩები
ხომ
ყოველ
ფეხის
ნაბიჯზე
ყრია...
-- უხალისოდ
ჩაიბურტყუნა
და
ქურთუკის
შიგა
ჯიბისკენ წაიღო ხელი.
-- შინიდან რომელ საათზე გამოხვედით? -- ხმა გაიმკაცრა ძებნიაშვილმა.
-- ექვსი იქნებოდა, დილაღამიან
გამოვდივარ
ხოლმე...
ამ
დროს
წესიერი ხალხი ჩქარობს სამუშაოზე... გზაც თავისუფალია და კლიენტიც გულუხვი! -- ეხლა რომელია? -- ნაძალადევი კეთილგანწყობით ჩაეკითხა უცებ.
ძებნიაშვილმა საათიან
მაჯაზე სტყორცნა საპასუხო მზერა.
-- ცხრა ხდება ... -- ციფერბლატზე არ დაუხედავს,
ისე
მიუგო
და
თვალი
თავალში
გაუყარა.
-- საღოლ! ეგრეა..
-- ალღო
შეუქო ტაქსისტმა და როცა
მისი
ირონიული
მზერა
დაიჭირა, უხერხულად შეიშმუშნა.
-- რომ ნახო, თუ იცნობ,
ბიძაჩემო?!
-- იცნობო?! -- მხრები აიწურა და გვერდზე გაიხედა, აქაოდა ამას
რას
მეკითხებიო.
– ვიცნობ
რომელია,
იმის
ხმას
რა
დამავიწყებს! ეხლაც ყურში მიდგას! ათას კაცში არ ამერევა ის ხმა, ათასში!
-- ძალიან კარგი! მაშინ საქმე სწრაფად წავა წინ... -- ნიღაბივით
მოირგო
პირზე
ღიმილი
და
ლუქდადებულ
საბარგულზე
მიუთითა.
-- მანქანა, ექსპერტიზის ეზოში უნდა გადავიყვანოთ დროებით! თქვენ
კი
განყოფილებაში წამობრძანდებით...
-- ბოდიში მომითხოვია და თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ, რისი განყოფილება
რა
განყოფილება...
კაცი
ფეხზე
ძლივსა
ვდგევარ,
ცოლი
მელოდება... გადამერევა! ინსულინზე ვზივარ...
ალბათ
უკვე სამასიც მექნება და მეტიც...
--აბა, ჩვენ აქ რისთვის ვართ...
ყველანაირ
დახმარებას ჩვენ აღმოგიჩენთ...
დეტექტივმა
შორიახლო
გაჩერებულ ლურჯ შუქურიან
მანქანას
გახედა, დიდი მწვანე ასოებით რომ ეწერა „112
- ambulance “ და ბეწვის ქურქმოსხმულ ქალბატონს,
კაბინიდან
ყურადღებით
რომ
იცქირებოდა,
ანიშნა გადმოდითო.
-- თავი დამანებეთ თუ შეიძლება... -- თქვენი დახმარება ის იქნება,
მანქანას
თუ
არ
მატანთ,
სახლამდე მაინც მიმიყვანეთ, სანამ მართლა ცუდად არ გავმხდარვარ... ხვალ კი ჩემი ფეხით
გეახლებით
რომელ
განყოფილებაშიც გნებავთ...
-- თქვენ არ იცით ბატონო, რას ნიშნავს ჩვენი
ასთორმეტის სამედიცინო მომსახურება, თორემ... -- წიკვინით მოემართებოდა მისკენ
მხრებზე
ქურქის
სწორებით
გაწვალებული
მწვანეხალათა,
ქერადგადაღებილი
ქალბატონი,
შორიდანვე
რომ
მოეკრა ყური
კაცის
უარისათვის.
-- დაზარალებული დახმარებას აღარ საჭი-
როებს...
-- ხაზგასმული პათეთიკით განაცხადა
ძებნიაშვილმა
და
მყისიერად მობილიზებული სამედიცინო ბრიგადა მყისიერადვე დაითხოვა.
მერე დაბნეულ
ქალს მაცდური ღიმილი კომპლიმენტივით უთავაზა და გაოგნბული სახით მდგარს
მხედრულად
დაემშვიდობა...
-- ბევრეთის შვიდი... -- აჩქარებით დააკვალიანა უკანა სავარძელზე
მისვენებულმა
ტაქსისტმა
რიგითი
გორდეზია. -- ისე, სირენიან
ტაქსში
პირველად
ვზივარ
უფროსო! -- ეხლა ინსპექტორ
პონტის
გაუმხილა
კმაყოფილი
ხმით,
უხალისოდ
რომ
შეექცეოდა ცივ ყავას და ჯერ ისევ ტრასაზე
მოფუსფუსე
ძებნიაშვილს
ხელის
აწევით
დაემშვიდობა.
ციმციმაჩართულმა საპატრულო მანქანამ
ახლა
უკვე გაბმული
სირენით
ჩაუქროლა ცაცხვების ხეივანს.
II. ბახუსის წამალი
ზუსტად დილის თერთმეტ საათზე ტაქსისტი უკვე
ეგრეთ
წოდებულ
შუშის
შენობის
კორიდორში
მიაბიჯებდა.
მხრებში არაბუნებრივად გაჯგიმულს,
ნიკაპი
წინ
წამოეწია
და ფოიეშივე დაკვალიანებულს საქმიანი იერი
შეეფერებინა.
-- მგონი მართლა
მივდივართ ევრპისკენ... -- ჩაილაპარაკა გვერდით ჩავლილი დამლაგებელი ქალის გასაგონად, ცოცხსა და აქანდაზს საკუჭნაოსკენ რომ მიაქანებდა, მაგრამ ქალს ყურიც არ შეუბერტყავს.
-- ესეც მეექვსე
ოთახიი...
-- იხტიბარი არ გაიტეხა უყურადღებობით გაგულისებულმა და ოპერატიული
სამძებრო
განყოფილების ოდნავ შეღებულ კარზე წყვეტილად დააკაკუნა.
-- მოდი, მოდი -- შინაურულად შეიპატიჟა ძებნიაშვილმა გუშინდელი დაზარალებული.
-- ეს ის ტაქსისტია... -- ნაჩქარევად წარუდგინა კომპიუტერთან მჯდარ მკაცრი სახის გაწრიპულ
გოგოს
სტუმარი. მერე,
რაცია
ჯიბეში ჩაიჩარა და კორიდორში
გაუჩინარდა.
-- დაბრძანდით... -- წამიერად სამსახურეობრივი კეთილგანწყობით ამოხედა
გოგომ
კაცს,
ოდეკოლონის მკვეთრი სუნით რომ
წალეკა იმავ წამს ოთახი.
მერე
ისევ
მონიტორს
ჩააშტერდა და ჭორფლიანი ცხვირი აიბზუა.
-- მ... შე-ლი-ა... -- როგორც
იქნა
ამოიკითხა კაცმა მის
კისერზე
მოკონწიალე ბეიჯი.
-- უფროსი დეტექტივი... სასწრაფოდ დაუზუსტა
წვრილ
შრიფტზე
ენაწაბორძიკებულ
კაცს
გოგომ.
-- ახლოს მოიწით თუ შეიძლება
მონიტორისკენ... აი, ასე...
ყურადღებით
დააკვირდით... ხომ არ გეცნობათ რომელიმე?!
ბოლო
ორი
წლის
ბაზაა, ამნისტია ვისაც
შეეხო...
უმეტესობა 179-ე მუხლით იხდიდა სასჯელს...
-- მე მუხლებში ვერ ვერკვევი, ეგ თქვენ უკეთ მოგეხსენებათ... ქალბატონო უფროსო
დეტექტივო...
აბა,
ისევ ის დააბრუნეთ... არა, ეს არაა... მოკლედ
ამათგან, არავინაა. -- გადაჭრით თქვა
ბოლოს
და
“ამ
ღლაპმა
რა
უნდა
გამოიძიოსო
“ სახეზე ეწერა.
უფროს დეტექტივს არ გამოჰპარვია დაზარალებულის განწყობა, უხალისოდ
წამოდგა
და
ოთახში
ქუსლების
ბაკა-ბუკით
გაიარ-გამოიარა.
მერე მაგიდაზე მიგდებულ
რაციას
სწვდა:
-- ბოლო მასალებიც შემომაწოდეთ ბატონო ძერო, თუ არ შეწუხდებით, რა თქმა უნდა... ვერ გავიგე ?!
-- სიტყვა
პირზე
შეაცივდა
გოგოს.
იმავ წამს გვერდითი
კარი
გაიღო
და
შვიდ
კაცს
დემონსტრაციულად შემოუძღვა დაცვა. დაცვას ფეხდაფეხ
მოჰყვა
დეტექტივი
ძებნიაშვილი.
-- ესენი ახალი
გათავისუფლებულები
არიან...
კვირაში
ერთხელ
ჩვენთან
მოუწევთ
რეგისტრაციის
გავლა...
-- თავისმართლებასავით გამოუვიდა ნათქვამი, როცა მისი აბრეცილი ტუჩის კუთხით ფარული ზიზღი დაიმსახურა.
-- ამდენი
ხალხი
რომ
დამაყენეთ
თავზე, გაგეფრთხილებინეთ მაინც! -- კბილებში გამოსცრა
შელიამ.
-- თავად
არ
ითხოვეთ
ბოლო
მასალები?!
ამათი
ფოტოარქივი
ასე
სწრაფად ვერ მოხვდებოდა ბაზაში! მონაცემების გადამოწმება მიდის! ამ ხალხის აქ გაჩერების უფლება კი ზედმეტად,
ერთი
წამითაც რომ
არ
გვაქვს,
ხომ
იცით!
ხოდა
ვისარგებლოთ
შემთხვევით...
ისედაც
თავზე
საყრელად
გვაქვს
გაუხსნელი
საქმეები!
-- ბოლო წინადადება მხართან წასჩურჩულა
და მაცდური ღიმილი შემრიგებლურად უთავაზა.
მერე სხარტად
შემოტრიალდა
და
ახლა დაზარალებულის ყურთან დაიხარა საქმიანად:
-- ნუ აჩქარდებით,
კარგად
დააკვირდით...
დაცვას ამოსაცნობი კონტიგენტი დასჯილი მოსწავლეებივით მიეყენებინა კედელთან.
ტაქსისტმა დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა მწკრივი. ძებნიაშვილს არ გამოჰპარვია, პირველივე ცდაზე როგორ
აუცახცახდა
კაცს
ყვრიმალთან კუნთი,
მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. ერთი-ორი მცდელობის შემდეგ
მზერა
ისევ
იმ
ბოლოდან
მეორეზე შეაჩერა.
რამდენჯერმე გაიხსნა და შეიკრა
პიჯაკის
ქვედა
ღილი.
წვერგაუპარსავ,
ბეჭებში
მოხრილ
ჩამომხმარ
ახმახს თვალს არ აშორებდა.
ამგვარი
ინტერესით წონასწორობადაკარგულმა დაკვირვების ობიექტმა
შუბლი
შეიკრა.
-- რაო, მიცანი?! -- დაიბუბუნა
ძალიან დაბალი ხორხისმიერი ხმით და ირონიულად შესცინა.
-- წესიერად... -- იმავ წამს კბილებში გამოსცრა დაცვამ და ახმახს
თვალები გადაუბრიალა.
-- კი! ესაა!
ამის
ხმას
რა
დამავიწყებს...
ათას
კაცშიც
ამოვიცნობდი...
-- ისეთი
თავდაჯერებით
ამოსთქვა,
წყალი
რომ
არ
გაუვიდოდა
მის ნათქვამს და ნიკაპაკანკალებულმა ფანჯარაში
გაიხედა.
-- შეხვედრა
დამთავრებულია!
-- აუქციონის გონგივით დაჰკრა მაგიდას მუშტი ძებნიაშვილმა და შეფს შემრიგებლურად
ჩაუკრა
თვალი.--
ყველანი თავისუფლები ხართ, თქვენს გარდა... -- ამომცნობელსა და ამოცნობილს
ცალ-ცალკე
დაუქნია
საჩვენებელი
თითი.
მიუხედავად ხშირი
თვითშემოქმედებისა
შელიას
გულის-გულში
მაინც
მოსწონდა
დეტექტივის
არაპროგნოზირებადი
ქცევა. ახლაც
სწრაფად შეუნდო
წეღანდელი ინიციატივა და ის იყო ოპე- რატიულად
გახსნილი
დანაშაული წარმატებულ
საქმეთა
ნუსხაში მიითვალა, რომ ამოცნობილის განწირულმა ხმამ ნირი წაუხდინა.
-- შენ კაცი ხარ?! რას მიკეთებ?! -- თვალებით გაბურღა ტაქსისტი,
-- ორი
დღეა გამოსული ვარ ვირის აბანოდან და ისევ იქ გინდა მიკრან თავი! --ახლა ძებნიაშვილს მიაჩერდა გაფითრებული სა-ხით.
-- მაგარ
ცოდვაში
დგები
ბიძაჩემო!
– ისევ
ტაქსისტს
მიუბრუნდა
ხმააკანკალებული.
-- კარგად დაფიქრდი! ის არ მეყო,
ავარიით
რო
ავიკიდე
ხუთწლიანი! კიი, ვიჯექი
შენს მანქანაში, არ უარვყოფ... მაგრამ შენც მაგარი დამპალი ხარ იმ შენი აქოთებული
ტაქსივით!
რაღა
შენ
შემხვდი
იმ
დილას ჩემდა ჭირად!
სისხამზე
ვინ
დადგებოდა სახაშის წინ
შენისთანა ნაბოზრის მეტი!
-- წესიერად, თორემ
სხვა
მუხლიც დაგემატებათ! მანდილოსანს ვეღარ ამჩნევ არა?!
-- ყასიდად აუწია
ხმას
ძებნიაშვილმა
და
იმავდროულად შელიას
ნასიამოვნები
სახეც
არ
გამოჰპარვია
მხედველობიდან.
-- ვაა, გამომძიებლებს და პოლიციელებს
სქესი
ააქვთ,
რო?! და რომც ჰქონდეთ, მე რა...
უდანაშაულო
ვარ,
ისიც
არ
ვიცი
რაში
მდებთ
ბრალს!
...და თავიც აღარ დავიცვა?!
-- გადამრევს ეს კაცი! შენი პირით არ თქვი,
რომ
ჩემს
ტაქსში
იჯექი?!
კაცმა ვეღარაფერი თქვა და ხელები, აქამდე აქტიურად რომ იშველიებდა ლაპარაკის დროს, უილაჯოდ დაუშვა დაბლა. მერე უეცრად
ისევ
აუმეტყველდა
სახე და ძებნიაშვილს თვალი თვალში გაუყარა:
-- ხუთშაბათს სვაბოდაზე გასვლა დავასველეთ ბიჭებმა, პარასკევ დილას
ხაშზე
გავედით...
მძიმე პახმელია მქონდა!
კამპანია
რომ
არ
დაშლილიყო
გამოვიპარე...
ერთი
ჩანთა
ტანისამოსი
გაეჩალიჩებინათ... ხელით თრევა დამეზარა,
ორი
გაჩერებაა
იქიდან ჩემ სახლამდე... წავსულიყავი ფეხით, ამას ავცდებოდი! -- ტაქსისტისკენ აიქნია
ხელი.
-- ესეც
დაბარებულივით
არ
მელოდა
კიბესთან?! მისამართი რო ვუთხარი,
ჩემი
ხმის
გაგონებაზე
ისე შეხტა, თავი სალონის ჭერს აარტყა... მაშინ უფრო დაბრედილი ხმა მქონდა! რომ დარწმუნდა საშიში არ ვიყავი, სრაზუ დობრი გახდა! პახმელიის წამალიც კი მასწავლა: შინ რო მიხვალ, ასი გრამი შემთბარი არაყი ჩაარტყი და ეგააო! შენ არ იყავი?!
არც
ეგ
გახსოვს?!
-- ახლა
ხვეწნის
კილოთი
ჩაეძია
ტაქსისტს, რომელსაც
წარბი
შეეკრა
და
საკმაოდ
დაბნეული
ჩანდა.
„თბილი არაყი!.. “ -- ელდასავით ეცა ეს ორი სიტყვა. – ”მართალია,
ჩემი
რეცეპტია!
მართლა
მე ვასწავლე! “ -- კაცმა თვალები ოდნავ მოჭუტა და მის წინ მდგარ ძებნიაშვილს მარცხენა მხარზე ფიქრიანად დააშტერდა.
ცოტა ხანში საოცრი თანმიმდევრობით გაახსენდა ის დილა, თავდაპირველად მგზავრის უსიმპათიო
ხმამ
რომ
დაფრთხო...
მერე
კი,
კეთილგანწყობის
მოსაპოვებლად
ბახუსის
წამალი
რომ
ასწავლა...
სახლთან
მისულს,
თავადვე
რომ
გადმოუღო
საბარგულიდან ჩანთა...
და
ისიც, თვალი რომ
გააყოლა სადარბაზოში შემავალ მხრებში საცოდადად მობუზულ ბახუსის მსხვერპლს...
კაცს ცივმა ოფლმა დაასხა...
სწორედ
მაშინ
იყო,
სწორედ
მაშინ,
კისერზე
მიბჯენილმა
ლითონის სიცივემ
რომ
დაზაფრა...
--არა უფროსო, ეს ის არ არის კისერში დანა რომ ჩამაჭირა, იმისი ხმა არც
გამიგია!
უსიტყვოდ, მუჯლუგუნებით ჩამტენა უკან,
გაზის
ბალონთან!
არც
სახე დამინახავს! -- წამიერად ისევ ჩაფიქრდა,
-- ხელები
მახსოვს!
ხელები
და წვრილი თითები... ჰო, წვრილი თითები და ოფლიანი ხელები ქონდა, გამახსენდა! კიი,
ესე
იყო...
ეს
კაცი
მართალია, სუფთაა ეს კაცი, ეს ის არ არის... ცოდვას დავიდებდი! -- გაფითრებულ წვეროსანს,
ნაცემ
ძაღლივით
შეხედა...
-- შემინდე
ძმაკაც...
-- ძმაკაც არა?! სადაური შენი ძმაკაცი ვარ! ან რისი შემნდობი...
შესანდობი
თუ
ხარ,
ღმერთი
შეგინდობს!
-- ახმახმა
შვებით
ამოისუნთქა
და
მასთან
ერთად
ძებნიაშვილმაც.
-- ისე, ვიდრე მამალოს დაიდგამდე, ბილობილი დალიე ხოლმე,
ყოველი
შემთხვევისათვის...
მაგრა
უხდებაო
სკლეროზს...
მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარმა ძებნიაშვილმა მკერდზე მკლავებგადაჯვარედინებულ
და
გაწბილებული სახით მდგარ შელიას
თვალი
აარიდა
და
წამიერად
ათუხთუხებულ რაციას მოლოდინით ჩააცქერდა.
-- ბატონებო,
ოქმის
შედგენამდე
კორიდორში
გაბრძანდით...
მერე
ხელს
მოგაწერინებთ
და
თავისუფლები
ხართ...
რაღა
თქმა
უნდა,
ვიდრე
არ
დაგვჭირდებით...
-- ბოლო
ფრაზა მცირედი პაუზის შემდეგ დაამატა შელიამ და რაციამომარჯვებულ, ამჯერად ხელმოცარულ
კოლეგას
ნიშნის
მოგებით
შეხედა.
კომპიუტერის ფოსტის ხმოვან შეტყობინებაზე, შელიამ სასწრაფოდ
ჩაიკითხა
სიახლე.
-- სწრაფი ექსპერტიზის პასუხმაც გაამყარა ჩვენი დასკვნები ბატონო დეტექტივო... – სიტყვა „ჩვენი“
საოცარი
სიამაყით წარმოსთქვა
და ოთახში პირისპირ
დარჩენილ
კოლეგას
კეკლუცად
გახედა.
-- ტაქსისტის
ბალნის
გარდა,
განსხვავებული
ფერის
ბეწვიც
აღმოჩნდა
წებოვან
ლენტზე... საჭიროების შემთხვევაში დნმ-იც იქნებაო... მაგრამ აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, ისეთი
აშკარა სხვაობაა ფერში... ასე არაა ბატონო ძერო?! აბა. შეხედეთ?! -- ხმაში ლმობიერება გაურია შელიამ.
-- მეოთხე კვადრატი... ძარცვა... მსხვერპლი უგონოდაა... ასთორმეტს
გადავეცით...
-- ახლა
უკვე
გარკვევით
გაისმა
ათუხთუხებული
რაციიდან ინსპექტორ პონტის
ხმა.
მონიტორისგან თავდაღწეულმა შელიამ კარში სანახევროდ გაუჩინარებული ძებნიაშვილის მხარსღა შეასწრო თვალი...
III. ერია
თუ პე
შემთხვევის ადგილიდან დაბრუნებულმა ძებნიაშვილმა შელიას
მაგიდაზე
მდგარ
„რედბულის“
თუნუქის
ქილას
უცერემონიოდ
დაავლო
ხელი და სულმოუთქმელად გამოწაფა. ვიდრე
გოგო
გაბრაზებას მოასწრებდა, ტუჩებზე კუბოკრული ცხვირსახოცი მიისვ-მოისვა და შეაგება:
-- საძილე არტერია
აქვს დაზიანებული, მაგრამ საშიში აღარაფერია! ექიმმა,
სიცოცხლესთან
თავსებადიაო! დასაფიქრებელად მე უფრო ტაქსისტებზე მონადირის სისასტიკე მენიშნა... მერვე კვადრატშიც მომხდარა მსგავსი შემთხვევა და იქ კი მართლაც გადაუმლაშებიათ! -- მონოტონური მონოლოგით
ჩააბარა
ანგარიში, როგორც კი გამოწაფა
მატონიზირებელი
სითხე და სახეზე ინტერესაღბეჭდილ გოგოს
შემრიგებლურად
გაუღიმა.
– ალღოს
არ
უნდა
უღალატო
კაცმა,
თუკი
ალღო
არასდროს
გღალატობს...
ასე
არაა
მშვენიერო?!
სხვათა
შორის
ისიც
გავარკვიე,
რომ
მწვანე
ზოლიანი
სკოტჩები
არც
ადრე
შემოსულა
ბაზარზე
და
არც
ახლაა
გაყიდვაში... ჩემი აზრით
ახალი
გადმოკვეთილი
უნდა
ჰქონდეს
დამნაშავეს
საზღვარი...
ან
არა
და,
მსგავს სუბიექტთან აქვს ურთიერთობა... მის ნივთებზე
მიუწვდება
ხელი...
არც
სხვა შემთხვევებს გამოვრიცხავ...
-- ტაქსისტებზე მონადირე ახსენეთ დეტექტივო... -- დაწყებული წინადადების
გაგრძელებაზე მიანიშნა
შელიამ და როგორც იტყვიან
ჩათრევას ისევ
ჩაყოლა
ამჯობინა. – მეთექვსმეტე შემთხვევაა ქალაქის მასშტაბით ამ თვეში...
-- ჩვენს კვადრატში მეათე დაფიქსირდა გუშინდელის ჩათვლით...
ასე
რომ, ლომის წილი
პასუხისმგებლობა
ჩვენზეა... დაზარალებულთა დაზიანებები თითქმის შევისწავლე...
-- მაგ საკითხს მეც ვუკირკიტებ... – ტოლი არ დაუდო შელიამ
-- მერე?
-- დამწყები
სადისტი
მგონია
და
მეტი
არაფერი...
მკვლელობას, როგორც წესი, ეგეთები ვერ
ბედავენ...
-- ეგ საიდან დაასკვენით, უჭკვიანესო! რა იცი შენ, რა განზრახვა უდევს შავბნელ გულში
ასეთ
საქმეზე
წამსვლელს!
-- ჭრილობებიდან გამომდინარე... ბატონო ძერო!
ისეთი გაუბედავი ნაკაწრებია...
-- მაგ
გაუბედავ ნაკაწრებს, რა აქვთ თუ იცი საერთო?
გოგომ
ჩვეული
მანერით
აწკიპა
წარბები
და
ყურადღებით გაუსწორა თვალი:
-- ისე მეკითხებით, პასუხიც
მზად
უნდა
გქონდეთ...
ძებნიაშვილს საოცრად
ეამა, მისი
გამჭრიახობის
ირიბი
აღიარება.
-- დიახ მშვენიერო, კარგად შევაჯერე
დაზიანებებისა
და
ნაკაწრების
კოლაჟი...
თითქმის ყველა იდენტურია... მართალია, ზოგან დიდი მოსვლია, ზოგან პატარა, მაგრამ ყველგან
რუსული
ერია...
-- რატომ რუსული! ვერა და ვერ
გამოაღწიეთ საბჭოეთიდან... -- უმალ
ხელოვნურად
დასერიოზულებული
ხმით
გაკილა, როგორც კი საშუალება მიეცა. -- იქნებ...
-- არავითარი
იქნებ!..
შვილიშვილი
ბაბუას
ასწავლიდაო! მე ლათინურიც კარგად ვიცი თქვენო მაღალღირსებავ და ინგლისურის კურსებზეც დავდივარ მეოთხე თვეა! გასაგებია,
მშვენიერო
მელანო?!
დრო
ფულია!
то есть პრემიაა ჩვენი, ძვირფასო... უმჯობესია იფიქრო და დროზე გავაიასნოთ, ერია თუ პე!...
საქმე
სერიოზულ
ანგარიშსწორებას
რომ
ეხება,
პირადად
მე, ეჭვი
არ
მეპარება.
შელიამ
თვალი
აარიდა
კოლეგის გამკაცრებულ სახეს,
მაგრამ
მერე
თითქოს
გონება
გაუნათდაო
ნელ-ნალა წამოიწყო:
-- პოლიცია... პისტოლეტი... პარლამენტი...
-- პირი, პრო... ვოკაცია... პედ... იატრი...
-- სწრაფად გაამდიდრა შემოთავაზებული ჩამონათვალი ძებნიაშვილმა და სახეზე კმაყოფილება მოეფინა, ასე სწრაფად რომ გაჭრა მისმა ხრიკმა. -- პედიგრი... -- თვალები გადაუბრიალა შელიამ.
--ეს პედიგრი
რომელია,
ძაღლებს
რო
აჭმევენ?!
გოგო,
შენ
კინელოგი
ხარ
თუ კრიმინალისტი...
-- პარლამენტი ხო რას ამბობთ, ძალიან კრიმინალური სიტყვა იყო...
-- კი ვეუბნებოდი ბაბუაშენს, უფროსი კრიმინალისტობა შენთვის ჯერ ნაადრევი
იქნება მეთქი, მარა
დამიჯერა?!
საიდუმლოდ
გეტყვი, რომ მაგ უკანასკნელზე დახვეწილი კრიმინალი მსოფლიომ არ იცის... და ჩვენ
ხომ
არ
ჩამოვრჩებით
მსოფლიო
პროცესებს...
-- ნებას
არ
გაძლევთ
ასეთი
ტონით
მელაპარაკოთ.
ბოლოს
და
ბოლოს
ჩემი
ხელქვეითი ბრძანდებით, ბატონო ძერო...
პედოფილი!
-- სახე გაუბრწყინდა
უცებ.
-- პედოფილი
გამოგვრჩა
მართლა...
-- მოვედით?!
-- გაიბადრა
ძებნიაშვილი,
-- ამ საღამოს
რას
აკეთებთ
თქვენო
მაღალღირსებავ?
-- ოსტატურად აუგდო სიტყვა ბანზე. -- იმედს ვიტოვებ, ერთ-ორ საათს ჩემთვისაც
გამოიმეტებთ...
-- ნუ მეთავხედებით დეტექტივო... საქმე თუ ითხოვს პირდაპირ მითხარით...
-- ეს უკვე მომწონს... ამ საღამოს მე და თქვენ უსათუოდ
გავივლით
სიყვარულის
ხიდქვეშ...
-- იცით, ეს უკვე მართლა მეტისმეტია, ბატონო ძერო! ტყუილად ჰქონდა
ბაბუაჩებს
თქვენი
იმედი...
-- გოგონი! -- უსწრაფესად
ჩაახშო
შელიას
ბრაზი
დეტექტივის
საქმიანმა ტონმა... -- მომისმინე
ახლა
მე
შენ... ამ საღამოს
მართლაც
გაივლი სიყვარულის ხიდქვეშ, ოღონდ ჩემს გარეშე, მე ხიდზე დაგელოდები... ვარაუდი მაქვს,
თანაც
მაღალი
ალბათობით,
რომ
ტაქსისტების
რისხვა,
პედოფილებზე
ნადირობს...
მერე
კი
რესმაგვარ
ტოესწ, პეს-მაგვარ დაღს ასვამს
საკანცელარიო
დანით... სხვათა შორის, სადაც მოეპრიანება იქ...
--კარგით
რა
ბატონო
ძერო!
იმ
საცოდავ
ტაქსისტს
რა
უგავდა
პედოფილს... სტაჟიანი პენსიონერია... თანაც დიაბეტიკი...
-- ეხ, თქვენო მაღალღირსებავ, ხოხობი ვის არ უყვარს!
ძვალიც
რომ
გადასცდეს
არ
დაახრჩობს
კაცს,
ისეთი
ჩვილია!.. თანაც,
დიაბეტიკები
სულ
იმას გაიძახიან ტკბილი მეგობრები ვართ, ავადმყოფები კი არაო... ვნახოთ,
თან
ვენდოთ,
თან შევამოწმოთ! შენი საღამოს
მისია
მარტივი
იქნება...
სექსმუშაკის
ზმანი და წრეში
შესვლა...
ძმა
გყავს
ავად
და
ფული
გჭირდება...
გასაგებია?!
-- ბაბუაჩემი რომ გისმენდეთ ახლა, თუნდაც
ცალი
ყურით,
დღესვე
ჩამოგაქვეითებდათ ორი რეგისტრით...
-- დააყენე ბაბუაშენი მშვიდად, სადაც არის... დროა გაითავისო, რომ აქ შეფობა
და
მრჩეველობა
მემკვიდრეობითია...
ყოველ
შემთხვევაში
ჯერჯერობით,
ვიდრე
ხეზე
ასვლას
ისწავლი
ფისუნი... მოკლედ საღამოს შვიდზე გუდვილის
ავტოსადგომზე
გელოდები
შენი
ჟუკით...
ნომერი
უკვე
შეგიცვალე...
ხიდამდე
ფეხით
ჩავალთ...
მოკლედ, ჩაგაცილებ... შორიახლო გამოგყვები, დროზე ადრე რომ არ აიკიდო გზაში ვინმე...
-- მერე ?
-- მერე, მე ხიდზე
დავრჩები...
შენ, როგორც გითხარი... თუ შეგიკედლეს
და
არ
აგახვევინეს, შენს ტალანტზე იქნება დამოკიდებული... ამ ექსპერიმენტმა თუ არ გაამართლა
არ
იდარდო, კიდევ მაქვს რამდენიმე
ვერსია
გადანახული...
შევთანხმდით?!
IV. სიყვარულის ხიდქვეშ
შვიდი
არ
იყო, ქალაქის განთქმულ ჰიპერმარკეტის ეზოში რომ შეაგრიალა
ძებნიაშვილმა
ძნელად
დასამახსოვრებელი, ასე ვთქვათ, “ჩყპყ” სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ძველმოდური კუთხოვანი ჯიპი.
თხუთმეტ წუთში შელიამაც ამოუყენა გვერდით თავისი ცეროდენა. მერე ნელა-ნელა გააღო კარი და წყვილად
გადმოაწყო შავაჟურულწინდებიანი კანჭები. ფეხზე ძალიან მაღალქუსლიანი და მყვირალა ფორთოხ- ლისფერი ფეხსაცმელები
ეცვა.
ზომაზე
მეტად
მოდღლეზილ
დეკოლტესტან
გამოსასამზეურებელი
მკერდის
დეფიციტი
შავი
ფანქრის
მონასმით, ხელოვნური ღარით
შეევსო, რაზეც ძებნიაშვილმა ღიმილი ვერ დამალა... მაგრამ ამჯერად,
შელიას
რისხვას
მხოლოდ ამ უკანასკნელის უყურადღებობით გადაურჩა.
-- რაა გოგო, რა ჩაგიცვამს ეს! ხიდამდე ორივეს თუ არა, ცალ ფეხს მაინც მოიტეხ... ხელკავით ჩაცილება
მომიწევს, ორი აზრი არაა... -- ყელთან
წასჩურჩულა
და იდაყვზე
წაეპოტინა.
-- დამხმარე არ მჭირდება, დავრდომილი კი არ ვარ... ფეხშიშველიც მშვენივრად ჩავირბენ ბორდიურზე,
სენტიმენტალური
მისვლა
გამომივა
და...
გულსაც ავუჩვილებ...
-- აი, მაგის იმედი კი ნუ გექნება! მაგათ მაგეების ისევე არ სჯერათ, როგორც მოსკოვს ცრემლების... კაი, დაუჩქარე ახლა ცოტა... როგორც გატყობ როლს კარგად ერგები... -- გამომწვევად
აათვალ-ჩაათვალიერა
და
თავის
კანტურით
გამოხატა
კმაყოფილება.
– ხიდზე
ლოდინი
იხსნება
დღის
წესრიგიდან,
ზარს
გამომიშვებ თუ არა, ეგრევე
დავეშვები
და
შენს
თავს
ფუკასავით
ავაცლი
სიყვარულის
უბნის საზოგადოებას! ხო და, შენი პირველი
სამუშაო
დღეც
დაიწყება... ხვალ საღამოს
უკვე
მაგარ ცვეტში იქნები მანდ, როგორც წარმატებული სექსმუშაკი, დამიჯერე ასე იქნება...
-- მაგისთვისაც მოგეზღებათ ბატონო ძებნიაშვილო, ოღონდ სხვა დროს და სხვა ვითარებაში...
-- ყასიდად
შეუღრინა
და
ჭორფლიანი
ცხვირი
შეჭმუხნა.
ჰიპერმარკეტის
ეზოდან
გავიდა
თუ
არა ფეხსაცმელები გაიძრო, მანქანების უწყვეტ ნაკადს
ორმაგ
ზოლზე
უშიშრად
გადაურბინა
და
ხიდისკენ ჩარიგებულ
ბორდიურის
ახალთახალ ფილებს
მსუბუქად
დაუყვა.
შორიდანვე შეუდგა სამიზნე პერიმეტრის
თვალიერებას.
ერთი
შეხედვით,
ვერავინ
დალანდა. ცოტა რომ მიუახლოვდა, განაპირა ხიმინჯის
სარტყელზე
შემოსკუპული
ექვსიოდე ლამაზმანის სილუეტი გამოიკვეთა. სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ. სიგარეტს ეწეოდნენ და უცხოს გამომცდელად ათვალიერებდნენ.
მრავალი
წყვილი
თვალის დაჟინებულმა მზე-რამ ისე ააფორიაქა და აუკანკალა ფეხები, თვითდამშვიდების აპრობირებული მედიტაციით ძლივს მოახერხა
წონასწორობის
აღდგენა.
-- სალამი...
-- ცხოვრებისგან
მოღლილ
ქალივით
აღმოხდა
მერე,
როგორც
კი
ხიდქვეშ შეაღწია. ყველას მკვეთრად დაუკრა თავი და
ჩანთიდან მოლურჯო პაკეტი ამოაცოცა.
კოხტად
დაკეცილი ქაღალდის ხელსახოცი გულმოდგინედ დააფინა ბორდიურზე
და მოწყვეტით დაეშვა ზედ.
დიდი ძალისხმევით
მოპოვებული
სიმშვიდე
ისევ უეცრად
გაუქრა.
მღელვარებამ
ახალი
ძალით
შემოუტია,
სმენა
დაეხშო.
ვულგარულად
შემოსილი
გოგო-ქალები
უდარდელ
სიცილს
ჟარგონებითა
და
ბილწსიტყვაობით
რომ
აზავებდნენ,
ამას
მხოლოდ
მუნჯი
კინოს
ეფექტითღა
ხვდებოდა.
-- გეყოფათ
რა,
ვერ
ხედავთ
გატეხილშია...
-- ენა მოუჩლიქა
მოულოდნელად
ფეხზე
წამომდგარმა
თმახუჭუჭა
პუტკუნამ
და
საოცრად
ჟღერადი
ხმით
წაიმღერა:
-- ქალი ვნახე
ფეხშიშველი...
ჩამოგოგდა ხიდთანაო... -- ხიმინჯს
ამოფარებულ,
ბავშვური
სახის
თმაშეკრეჭილ წითურა გოგოს თვალი ჩაუკრა და გაკვალული ოღროჩოღრო საფეხურებით გაზონზე დაეშვა...
გაწრიპულმა წითურმა, აქამდე ბეტონის სვეტს
რომ
იყო
ამოფარებული,
გზის
მხარეს
გადმოინაცვლა. ყბაში მოქცეული საღეჭი რეზინის საკმაოდ დიდი ულუფა ხმაურით ააღლაჭუნა და მოსული
წარბშეკვრით
აათვალ-ჩაათვალიერა.
მერე
სწრაფად აიქნია ორივე
ხელი და ერთი ისეთი
ისკუპა,
ვიდრე
თმახუჭუჭა
პუტკუნა
რაიმეს
თქმას
მოასწრებდა
უკვე
შელიას
გვერდით
იჯდა
ბორდიურზე.
-- პელო! -- სახეში არ შეუხედავს, ისე
გაუწოდა
ხელი.
„გა-მა-ხა-რე...
მხო-ლოდ ერთ-ხელ გა-მაა-ხა-რეეე...“
-- ამღერდა
იმავ
წამს
პუტკუნას
ტელეფონი.
-- შეფია! -- თვალები
გადაუბრიალა
აწრიალემულ
გოგოებს და მარჯვენა ხელით მომარჯვებული ტელეფონი მარცხენა ყურზე მიიდო.-- ჯერ არ ვიცი... რა ჩვენი ბრალია!
ხან
არის
მუშაობა,
ხან
არ
არის... ჰაბიტუსი?... კაი რა, გეყოფა! შენ თვითონ გაანძრიე
ერთი
ადგილი, თუ მაგარი ბიჭი ხარ...
ჩვენ
განძრევა
არ
გვაკლია,
მოკეტე
რა!
-- რა გქვია?! -- მხარი გაკრა პელომ შელიას, როცა ხმა ვერ ამოაღებინა.
-- მე...
მე
მ-მ... მაგდა
ვარ...
-- აკანკალებული თითები მოუჭირა
წითურის
ოფლიან
თითებს და გააჟრჟოლა.
-- ვა, გოგოებო, მაგდალინელიც მოსულა! -- კისკისით ასძახა
პუტკუნამ
ხიმინჯზე
ჩამომსხდართ,
ყური
მოჰკრა
თუ
არა
ნათქვამს.
-- გაჩუმდი რა ქეთუშ, ვერ ხედავ რა დღეშია?! --s გამოექომაგა წარბებმოწკურული პელო. კოხტად გათლილი ფანქრის ნარჩენი, აქამდე ხელში რომ ათამაშებდა, მარჯვენა ყურთან
დურგალივით
გაირჭო და ორივე ხელი
შელიას
წინ
დაწყობილ
ფეხსაცმელებში წაყო. მერე
მაღლა ასწია და მოწონებით შეატრიალ-შემოატრიალა.
-- აუ, რა მძიმე ყოფილა! ზოგზოგებისთვის მადლია
ამისი
თავში
თხლეშა! -- თქვა გამხიარულებულმა და მანქანების ნაკადს წამიერად მომლოდინე მზერით ჩაუსაფრდა.
ფერად-ფერადი
გულების
კონტურებით და ქალის სახელებით
აჭრელებული
სვეტების
თვალიერებით
სცადა
ახლა მღელვარების მორიგი შემოტევის გადაფარვა...
-- თქვენი შემოქმედებაა? -- ისეთი
დამაჯერებელი გულუბრყვილობით იკითხა მერე, რომ თა-ვადვე გააოცა საკუთარმა
უზადო გულწრფელმა ტონმა.
-- ეეს? არა, ამაზე
შეფი
ზრუნავს. ჰოლივუდის ბანერზე უკეთ მუშაობს... --
გაეპასუხა ყოველ- თვის ყველაფრის
საქმის
კურსში
მყოფი
პუტკუნა
და
დანარჩენებს
თვალი
ჩაუკრა. -- აქედან
შეიძლება პირდაპირ
წითელ ხალიჩაზეც
მოხვდე! რა თქმა უნდა იღბალიც თუ შენსკენაა... პატარავ! ისე, ცოტა წონის აკრეფა არ გაწყენდა, ხელი
რომ წაგავლოს კაცმა, ძვალი შეერჭობი... თვრამეტის თუ ხარ, მაინც?
წინასწარ
იცოდე,
შეფს
პრობლემები
არ
სჭირდება...
-- ოცის!
-- დაგიჯერე ხო იცი...
-- გეყოფა-მეთქი ქეთუშ... -- გამოექომაგა ისევ
პელო
და ყურადღებას ნუ მიაქცევო თავის გაქნევით ანიშნა მაგდად გაცნობილს.
მოულოდნელად დაღმართზე
ძებნიაშვილის ჯიპი გამოჩნდა.
იმავდროულად
ისევ
ამღერდა პუტკუნას ტელეფონი.
-- შეფია! -- თქვა და წარბები აჭიმა.
-- გამომართვი, შენთან უნდა
ლაპარაკი...
-- აიფონი
შელიას
შეაჩეჩა
ხელში,
რომელმაც ჩამორთმევისთანავე უკვე
გათიშული
ტელეფონი დაბნეული სახით მიიტანა
ყურთან:
--არაფერი
ისმის, ნახეთ, აბა ხომ არ გაითიშა!
ასეთებს
ჯერ ვერაფერი გავუგე ?! – დაიმორცხვა და ტელეფონი ისევ
პატრონს
დაუბრუნა.
ზარი რომ განმეორდა,
ჯიპი
უკვე
ბორდიურთან
იდგა. ძებნიაშვილი ამაო
ხელის
ქნევით
უხმობდა შელიას.
-- ეი, მაგდალინელი, უკან კორპუსი
როა, ხომ ხედავ ... -- პუტკუნამ
თვალებით
ანიშნა მაღლა აეხედა. -- სამხედრო ბინოკლით გვაკონტროლებს, ვერაფერს გამოვაპარებთ... ანუ, ერთ კლიენტსაც ვერ მოუტეხავ-მეთქი
ჭირიმე,
გაიგე?!
– სიტყვა-სიტყვით განუმარტა. როცა მის
დაბნეულ
მზერას წააწყდა და ახმიანებული აიფონი
ახლა
ვითომ უფრო
სიფრთხილით გაუწოდა.
ვიდრე
შელია
ძებნიაშვილის
შეთხზულ
ისტორიას დრამატული
წიაღსვლებით ამდიდრებდა გონებაში
და
ინკოგნიტო შეფის
გულისმოგებაზე
ფიქრობდა,
პუტკუნა
ქეთო
უკვე ძებნიაშვილის მანქანისკენ მიაქანებდა თეძოებს.
თვალისდახმხამებაში
წელამდე ჩაეყუდა
ფანჯარაში,
პერსპექტიულ
კლიენტს
კადნიერად შესცინა და თავისი
პრეისკურანტის ჩამორაკრაკებას შეუდგა...
შელიას
უყურადღებობით აწრიალებულმა ძებნიაშვილმა ახლა უკანა ფანჯრები ჩასწია და ისე სცადა
ხმის
მიწვდენა.
ამაოდ.
როცა ამგვარადაც ვერაფერი გააწყო, მშველელად
ისევ ლამის
სალონში
შეღწეულ ქალს
მიუბრუნდა.
-- უსაზღვროდ კარგი
ხარ ძვირფასო, უსაზღვროდ, მარა ის პატარა
ფეხშიშველა
გოგო
დამევასა, მაგის გულისთვის დავკრუგე, არ დავ- მალავ ...
-- ფეხშიშველებზე თუ ასეთი მოთხოვნაა, მაგაზე ადვილი რაა... -- ქალი სწრაფად
ამოძვრა
ფანჯრიდან, უსწრაფესად გაიძრო ფეხიდან ქუსლიანი ფეხსაცმელები და ღიმილით აუკონწიალა წხვირწინ ორთავე.
კაცის
ინტერესი რომ მაინც ვერაფრით დაიმსახურა, ტუჩები დაბრიცა და გაბრაზებით
მიახალა:
-- ეგ ჯერ შტატში არაა, ახალია! ხილი მიირთვი
ბიძაჩემო,
წინასწარ
რას
გვბრაკავ...
აქამდე,
ჯერ
არავის
დავუწუნებივარ...
უკან გამობრუნებულმა პუტკუნამ
უხეშად გამოსტაცა
შელიას აიფონი
და
თითქმის
უბრძანა:
-- მიდი, გაყევი, კაი ტიპი ჩანს! იმას მე მოველაპარაკები... ხვალ ხუთზე აქ იყავი...
– მიაძახა
უკვე მანქანისკენ წასულს და ხიმინჯის სარტყელზე ჩამომსხდარ
გოგოებს
შეუერთდა.
-- მალალეტკები ყვარებია... ნაბიჭვარი! -- ამოთქვა გაგულისებულმა და ძებნიაშვილის
ჯიპი უკმაყოფილო
მზერით
გააცილა.
-- მოგკლავს შენ ეგ შური, ვინც დაევასა ის აიყვანა... -- ყასიდი ხმით შეეხმიანა ფეხი ფეხზე გადადებული
პელო, ბოტასის
ამოქაჩულ ენაზე გამალებით რომ იჯღაბნებოდა რაღაცას.
V. დაუპატიჟებელი
სტუმრები
-- შენ რა, სულ დაივიწყე ჩვენი გეგმა?!
რა
მოვილაპარაკეთ?! ცოტაც და სუმოისტი შემეტენებოდა... აი, მერე კი, ყველაფერი დაგბრალდებოდა... შენ! მაგარი აქტიური ვინმე იყო!
ხო
იყავი
ღირსი, დამეტოვებინე!.. ისეთი მონდომებული
იყო, ფეხზეც კი გაიძრო...
-- ახალი ამბავი! გაიძრო!.. გაძრობა მაინცდამაინც არ უნდა უჭირდეთ
მანდ...
– გაიბუსხა
შელია.
-- რა გაიგე
საქმეთან ახლოს?
-- ბევრი ვერაფერი! თექვსმეტსართულიანი
კორპუსი
რომაა
იქვე, სხვენი აქვთ ოფისად...
იქიდან აკონტროლებს თურმე
ვიღაც ბუღალტერ-სუტინიორი...
-- ძალიან კარგი! უკვე მომწონხარ... დღევანდელი გამოცდა ჩაბარებული გაქვს! თუმცა ჯერ მხო-ლოდ დამაკმაყოფილებელზე... იმედია,
ფრიადსაც
მალე
დაიმსახურებ...
შელიას
ლაპარაკის
ხასიათი
წახდომოდა,
გამომცდელად
მომზირალს ცინიკური მზერა შეაგება
და
თავი
მდუმარედ გადააქნ-გადმოაქნია.
ძებნიაშვილმა
პირველსავე
წრეზე
მოაბრუნა
მანქანა
და
პარალელური
ქუჩის
ოღროჩოღრო
ჩიხიდან
ჯერ
კიდევ ნახევრად ფასადმოუპირკეთებელ მაღლივ შენობას ავტოფარეხების მხრიდან
მიადგა.
უსიტყვოდ
შეაბიჯეს სადარბაზოში და ლიფტი
გამოიძახეს.
კარისკაცმა,
აქამდე
პირდაპირ
მაგიდაზე
დამხობილს
რომ
ეძინა გამჭვირვალე ჯიხურში, ლიფტის ტროსების
ნაცნობ
ხრიგინზე უცებ
აიღერა
თავი,
ერთი მამაპაპურად დაამთქნარა და უცნობებს
სარკმელზე
მოუკაკუნა:
-- ვისთან ახალგაზრდებო?
-- გიოსთან...
-- ესე იგი, მეშვიდეზე?!
-- თავი მოიქექა
და ჟურნალში ჩაინიშნა. _ ამ ბოლო დროს გვიან
მოდის
ხოლმე... -- სათვალის ზემოდან გამომცდელადა ამოიხედა...
-- გველოდება... -- ძველბიჭური
კილო
გაურია
სიტყვას
ძებნიაშვილმა
და
შელიას
მზრუნველად შეუსწორა შუბლზე ჩამოწეწილი კულული. მერე
საკოცნელად გადაიწია და ის იყო თითქმის
ტუჩებით
შეეხო
მის ლოყას,
რომ ლიფტის კარიც გაიღო.
სახეავარდისფერებული
გოგო ელვის სისწრაფით შევარდა
კაბინაში. ვითომ კავალერიც ფეხდაფერ მიჰყვა.
კარის
დაკეტვა და ლოყაზე სილის გაწვნა
ერთი
იყო.
--შენ რა, გააფრინე
გოგო?!
-- ეს მე გავაფრინე კიდე, არა?! ძალიან ხომ არ შეიჭერით როლში ბატონო ძერო...
კარისკაცთან
მართლაც კარგად
გაარტყით
სახელს...
ქებათა-ქება თქვენ
გამჭრიახობისთვის!
ყოველი
მეორე გიო და გიორგი
რომაა
ჩვენში,
ალბათ
არც
გახსენებია
საწყალ
შვეიცარს!
-- ნიშნისმოგებით გაუყარა თვალი თვალში. _
მაგრამ
ეს კოცნა რაღა
საჭირო
იყო!
როდემდე
ვითმინო
თქვენი
თავხედობა! -- უმწეო ბავშვივით
შეაქანა
თავი
და
ჩანთიდან
ამოცოცებული
კოსმეტიკური
ფუნჯით
ღაწვები გულმოდგინედ გადაიფერთხ-გადმოიფერთხა.
-- იქნებ
მომწონხარ
და
ცოლად
მინდა
მოგიყვანო!
-- ხა, ხა, ხა! გამაცინეთ?! პენსიონერის ცოლობაზე არასოდეს მიოცნებია...
-- პენსიონერი ვარ ახლა მეე?!
აბა,
მამა
შეთეს
კითხე,
ახლა
ვარ
კაი
სასიძო
სწორედ!
ვერ
გაიგე როგორ მოგვმართა კარისკაცმა, ახალგაზრდებოო...
-- მინუს
რვიანი
ლინზით ჯუნიორობა აიკარით
და შეიფერეთ არა?!
-- მაინც არასოდეს თქვა არასოდეს, მშვენიერო მელანო,
სიბრძნეა
ასეთი...
მეშვიდე
სართულზე
გაჩერებული
ლიფტი
გაჯიუტდა, დარჩენილი სართულები ფეხით აათავეს. შელია ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ერთხელაც არ დაუწუწუნია.
სხვენის ბოქლომდადებული რკინის გისოსებიდან ჩუქურთმიანი ხის კარი გამოჩნდა.
სათვალთვალო
ჭუჭრუტანის
ზემოთ ოქროსფერი ჯვარი ეკრა, უფრო ქვემოთ კი ბორჯღალი.
ორჯერ
დააპირა
ძებნიაშვილმა
ზარის
დარეკვა
მაგრამ,
ორჯერვე
ცივად
მოაშორა
ღილაკს
თითი.
-- ხომ არ ვჩქარობთ! -- შეიშმუშნა
შელია
და ჩანთაში ხელის ფათურით ნაპოვნი მზის სათვალე ჰაიჰარად წამოიკოსა ცხვირზე. -- იქნებ, არ ღირს
თავის
ნაადრევად გამჟღავნება.
-- თავის გამჟღავნებას არც ვაპირებთ ჭირიმე...
-- ვფიქრობ
ჩვენი
ვიზიტი
მაინც დააფრთხობს...
-- იფიქრე, იფიქრე... ფიქრი აკეთილშობილებს ადამიანს... რა უნდა უთხრათ
და...
– ყურებამდე
გაიდღლაბა
ძებნიაშვილი, -- ვესაუბროთ
ჭეშმარიტ
ღმერთზე, განვუმარტოთ ბიბლია...
-- რა სწრაფად მიცვლით
პროფესიებს ბატონო ძერო... ახლა სექტანტიც გამხადეთ... ვთქვათ და დაგთანხმდით... ბუკლეტები და წიგნები რომ არ გვაქვს!
-- დარწმუნებული ვარ, არ განიცდიან
აქ
რელიგიური
ლიტერატურის
ნაკლებობას...
ვერ
ხედავ რამხელა ჯვარი აკრავს კარზე!.. თავისიც თავზე საყრელად ექნებათ...
-- ეს ბორჯღალი ოთხფრთიანი ყოფილა, ნახე!
იქნება...
-- შელიას
წინადადება
არ
ჰქონდა
დამთავრებული,
რომ ძებნიაშვილმა ამჯერად მართლა მიაჭირა ღილაკს თითი.
ძაღლის
ყეფას, საკეტის ჩხაკუნი მოჰყვა.
კარი
მძიმედ
გაიღო. მასპინძელი მუხლზემოთ გადაფხრეწილ ჯინსის შორტებში იყო ჩატენილი.
გაღეღილი
პერანგიდან ბალანმოდებული გულმკერდი და ღიპი მოუჩანდა. სიშიშვლის დაფარვა არც უცდია.
-- ვინ გნებავთ? -- იკითხა ქალური ხმით და ორივე
უხალისოდ
შეათვალიერა.
მოულოდნელად ღია კარიდან
პიტბულის
ჯიშის
ძაღლი
გამოვარდა,
მასპინძელს
ფეხებშუა
გაუსხლტა
და ელვისებური ნახტომით
ეძგერა
ძებნიაშვილის
გისოსზე
ჩამოდებულ
ხელს. საბედნიეროდ პატრონი არ დაიბნა და გისოსს
ამოდებული
ქვედა
ყბა დროულად
გააშვებინა მაჯიდან.
ნაკბილარებიდან
სისხლმა
ამოჟონა.
-- რამდენჯერ გითხარით დააბით მეთქი ეს შობელძაღლი... -- ესღა მაკლდა ახლა...
-- მე დამკბინა და თქვენ წუხხართ?!.. -- ნაძალადევი ხუმრობით ჩაეკითხა ძებნიაშვილი და ნაკბენ
მაჯაზე
ისე
დაიხედა,
თითქოს
საათზე
იყურებაო.
კაცმა
ტუქსვა-ტუქსვით
შეაგდო
ძაღლი
საკუჭნაოში
და
იძულებითი
თავაზიანობით
შეიპატიჟა
დაზარალებული
თავისი
თანმხლებით.
დაფაცურებულმა
კაცმა ნაკბენი წყლით ჩამობანა
და
იოდიანი
ბამბაც
მიუსვ-მოუსვა.
-- სხვა არაფერი დაგჭირდება ძმაო,
აცრები
თავის
დროზე
აქვს
ჩატარებული...
გადარჩით
მუცელში
ნემსებს... ამას რომ მოვლა აქვს,
ადამიანს
შეშურდება...
მარა
მხეცია,
ცოფდება
უცხოებზე
და
ძაღლებზე...
ოთახში
თხუთმეტიოდე წლის
ჟღალულვაშშეღერებული
თვალებ- ამღვრეული ბიჭი შემოიზლაზნა.
თვალის
ირგვლივ დამღასავით
აჩნდა ვარდისფერი წრეები.
უცხო გოგო ხარბად
შეათვალიერა. ნარინჯისფერი ფეხსაცმელების დანახვაზე
სახე
წამოუწითლდა. კაცს
დაბნეულად დაუკრა თავი და
ფანჯარაში
გაიხედა.
-- წადი იმეცადინე... -- თავი აუქნია კაცმა ბიჭს და ოთახში
შემოფარფატებულ
მოხუც
ქალბატონს,
აცახცახებულ
კიდურებს
ძლივს
რომ იმორჩილებდა, წითელვაშლებიანი ლარნაკი დროულად ჩამოართვა.
-- ნუ წუხდებით ქალბატონო... -- გაიპატიჟა
შელიამ.
მაგრამ ქალს ყურადღება არ მიუქცევია, ისევ
უსიტყვოდ გაფრატუნდა
და
ოთახში
საკმევლის
სუნი
დატოვა.
-- ალადასტურიც
მაქვს და ჭაჭაც,
რომელს
ინებებთ?!
თქვენი
გადარჩენის
შევსვათ...
-- ჩახლეჩილი
და
ოდნავ
ქალური
ხმით
ცდილობდა მასპინძლობის შეფერებას კაცი.
-- არაა საჭირო,
წავალთ
ჩვენ,
გვეჩქარება...
-- წახვალთ ბატონო, წახვალთ მარა, ლამის საბედისწეროდ
ქცეულ სტუმრობის მიზეზს არ მეუბნებით, არა?!
--მართლაც
რომ... -- ხელზე დაიხედა
ძებნიაშვილმა,
-- გიოს ვეძებდით,
როგორც
ჩანს
სართული
აგვერია
... ასეა,
ძმაკაცს რომ არ ნახავ დიდხანს, ძაღლიც გრძნობს თურმე...
-- შელიას
კარზე მიანიშნა
თვალით
და გამოკვეთილი მოკრძალებით წაუძღვა ჰოლისკენ.
კაცმა როგორც იქნა,
დააღწია
თავი
დაუპატიჟებელ
სტუმრების მასპინძლურ რევერანსებს. კარი სასწრაფოდ მიუკეტა ზურგსუკან და
ვიდრე
ახრიალებული
ლიფტი
ზევით
მოიწევდა,
ძაღლის
ყეფას ორიგინალური გინებით ახშობდა.
VI.
გაუთვალისწინებელი ამბავი
-- ჩვეულებრივი ოჯახია, მართლა შეგვეშალა მგონი ბინა... -- გადაულაპარაკა შელიამ.
-- არა, არ შეგვშლია... -- ამ ბინიდან უთვალთვალებს... მაგრამ
სუტინიორი
კი
არა,
ამათი თვალებჩასისხლიანებული თინეიჯერი ბიჭი...
ხომ
ნახე
თვალებზე რამხელა რგოლები აჩნდა... კისერზეც ეტყობოდა
თასმის
ნაჭდევი...
ეგაა,
წყალი
არ
გაუვა... თავისი ოთახიდან
ტკბება
ხიდის
ლამაზმანებით...
სანაძლეოს
დავდებ ნამყოფიც არ იქნება ქალთან! ხომ ნახე, როგორ აილეწა შენს დანახვაზე?!
-- მე რა შუაში ვარ...
-- შენ?! შენ არაფერში...
მართლაც
და შენ რა შუაში ხარ! ეგ ახლა ისეთ ასაკშია,
გამუდმებით
საიტებზე
რომ
დაეძებს შიშველ გოგებს
და
მერე
ქუჩაში
გასულს
ყველა
ქალის
დანახვაზე
ეელეთმელეთება... მარა, ტრადიციული ოჯახი რომაა კი ვნახეთ და შემთხვევითი კავშირებიც შესაბამისად, დაუშვებელი... ცოდვაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ... ისე, რა მაგის პასუხია და თუ გადაგიხედავს ბოლო დროის სააღსარებო მუხლებისთვის... გაოცებული ვარ, ისეთი
სისწრაფით
გაზრდილა
ცოდვათა
ჩამონათვალი... მე პირადად ისეთი ცოდვილი ვარ უკვე, ჯოჯოხეთის საგზური
გამოწერილი
მექნება,
უეჭველია!
-- თქვენი ამბავი რომ ვიცი, არც იქ დაიბნევით, ბატონო ძერო... მე,
კი
ათეისტი
ვარ
და ამჟამად
სამოქალაქო
ნორმებიც
სრულიად
მაკმაყოფილებს... თუნდაც ზნეობრივი თვალსაზრისით... ვაიმე?! -- წამოიყვირა
უცებ შეზანზარებული ლიფტისგან შეშინებულმა
და
ძებნიაშვილის მარჯვენა მკლავს ორივე ხელით
ჩააფრინდა...
-- უი, მგონი
გავიჭედეთ!
-- ნუ გეშინია პატარავ, აგერ არ ვარ?! --
მზრუნველი
ხმით
დაუყვავა
კაცმა
და
საოცარი
სიფრხილით,
თითქმის
ჰაერში გადაუსვა დამფრთხალ გოგოს თავზე ხელი...
„ კარგია! ესე იგი ჯერ კიდევ
ახსოვს
წეღანდელი
სილა?! “ -- გაიფიქრა ნასიამოვნებმა შელიამ და წითელ
ღილაკს
საჩვემებელი
თითი ენერგიულად მიაჭირა.
-- რატომ
ჩქარობ,
ჭირიმე, ისედაც მოვიდოდა ლიფტიორი
საშველად!
-- მძინარა შვეიცარის
იმედზე
ყოფნა ვერაფერი ნუგეშია!
საკუთარი
ძალებით
მოგვიწევს
აქედან
გაღწევა...
-- მართალი ხარ პატარავ... --
ის
იყო
დაეთანხმა
ძებნიაშვილი
და
ლითონის
ავტოკალმით
ლიფტის
კარის
გორგოლაჭის
გადაგორებას
შეუდგა, რომ ზედიზედ ორი გასროლის ხმა
გაისმა.
ძებნიაშვილს მკლავი ოდნავ შეუტოკდა.
დამფრთხალი
შელია
უკვე გულზე მიხუტებოდა. კაცმა
საჩვენებელი
თითი
ტუჩებზე
მიიდო
და სანახევროდ გადაწეული ლიფტის კარის ღრიჭოდან გახედვა სცადა.
სულ მცირედი მანძილიღა აშორებდათ პირველი სართულის ქვის იატაკის დონეს. ფოიეში არავინ ჩანდა.
ძებნიაშვილს ცუდად ენიშნა მყისიერად დასადგურებული სიჩუმე. შელიას
მდუმარედ ანიშნა, მის ზურგს უკან დამდგარიყო.
გოგო ასეც მოიქცა. თითქმის ერთიანად გადაფარა ძებნიაშვილის ზურგმა მისი სილუეტი.
-- არ გაინძრე! ხელები კისერთან... -- გაისმა საკმაოდ დახვეწილი ტემბრის
ხმა.
-- არ ისროლო!
გემორჩილები...
-- ნაძალადევი
სიმშვიდით
გასძახა
ძებნიაშვილმა
და
კეფაზე შემოწყობილი ხელებით გაიჯგიმა.
-- თვალებში შემომხედე... ვინ ხარ?!
გიცნობ?!...
რას
დამყვები
და
რას მეძებ?!
-- გეშლება
ძმაო,
მე
საიდან
უნდა
ვიცოდე ვინ გეძებს!
-- თავს ნუ იკატუნებ,
გეყოფა
თამაში! გიო ვარ...
ამოღერღე, ჩემთან
ვინ
გამოგიშვა,
თორემ დაგასხმევინე ტვინი მაგ ლიფტში.
ან
ეგ
კახპა
ვინაა
ამბრაზურასავით
რომ
ეფარები...
დამენახოს
ერთი!
ძებნიაშვილმა შეუმჩნევლი მოძრაობით შეაცურა ფეხსაცმლის წვერი კარის ღრიჭოში,
ოდნავ
მიაწვა
და უცაბედი ჯახანით გადაიხსნა ლიფტის კარი. ვიდრე შეიარაღებული ახალგაზრდა რამეს მოიმოქმედებდა, უსწრაფესად ამოჰკრა იდაყვზე ფეხი
და პისტოლეტი გააგდებინა...
მოჩხუბრებმა
ოდნავ
განზე
გადაინაცვლეს თუ არა, შელია
კარისკაცის
ოთახისკენ
გაქანდა. კართან სისხლის გუბე იდგა. ძირს გაშხლართული შვეიცარი შიგადაშიგ შველას ითხოვდა. როგორც იქნა, სასწრაფოს გამოძახებაც მოახერხა...
ჩხუბი
უფრო
და
უფრო
დაუნდობელი
ხდებოდა.
შელიამ
პირველად ინანა
ძებნიაშვილის
ინსტრუქციას რომ დაემორჩილა და იარაღი არ წამოიღო თან. გაფაციცებული დაეძებდა კორიდორში მოსრიალებულ პისტოლეტს. ფიკუსის ქოთანთან მოჰკრა თვალი
ლაპლაპა
საგანს
და დაუფიქრებლად გაქანდა მისკენ.
-- შედი უკან! -- ანგარიშმიუცემლად უღრიალა ძებნიაშვილმა და ვიდრე
მორიგ
დარტყმას
იგერიებდა,
მარცხენა
ფერდთან სიცივე და ტკივილი
ერთდროულად
იგრძნო.
კედელთან
ჩაიკეცა.
VII.
ორი ნაბიჯი უკან
-- დაბრუნებას გილოცავ დეტექტივო... -- შეეცადა,
რაც
შეიძლება
ხალისიანი
ხმით
გამოსვლოდა
ნათქვამი.
_-- მეგონა
ისევ
მესიზმრებოდი,
მშვენიერო...
-- კაცს ფერმკრთალ სახეზე ღიმილმა გადაურბინა
და
საკოცნელად
დახრილ შელიას ლოყა მიუშვირა.
-- რა ამბებია იქით,
ბაბუაჩემს
ხომ
არაფერი
დაუბარებია...
-- ხუმრობა
სცადა
გოგომ.
--აბა, ინსტრუქტაჟის
გარეშე
გამომიშვებდა იქიდან?! ქორწილი დროზე ქენით და ბადიშს, გერასიმე დამირქვითო...
-- რას მელაპარაკებით! აბა,
წინ წასულა საქმე ერთი ნაბიჯით! ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
მარამ, თქვენივე
სიტყვებით
რომ
ჩაგაყენოთ
საქმის
კურსში,
ამჯერად გამოგვივიდა... ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან!
-- ეგ ჩემი სიტყვები არაა, ლენინმა თქვა... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კარგად
დაგისწვლია! თუმცა ხომ
ხედავ
საავადმყოფომ
რა
იცის! ვერ მიგიხვდი,
რა
ორ
ნაბიჯზე მელაპარაკები, მშვენიერო!
-- ეეჰ... რა ორ ნაბიჯზე და ჩვენზე... უკან გადადგმული
ნაბიჯები
ჩვენ
ვართ! ჩამოგვაშორეს საქმეს! თქვენ -- თვითშემოქმედებისათვის! მე კი, როგორც
კლასიკური
ნეპოტიზმის თვალსაჩინო
ნიმუში...
არადა,
საქმე
წინ
მიდიოდა!
გახსნილი
მქონდა
თითქმის...
იმას,
-- ცერა თითით ანიშნებს ზემდგომის სიმაღლეს,-- არაფრის გაგონება არ სურს!
--დაიკიდე...
შელიამ
თვალები
გადაუბრიალა.
ძებნიაშვილმა
ტუჩებზე
ხელის
გული
მიირტყა,
ეს
რა
წამომცდაო.
-- ყველაფერს ეშველება, ნუ დარდობ! მთავარია სტრატოსფეროს არ ავცდი
და
ისევ აქ ვარ,
შენთან...
აი,
გამომწერენ
და
პრემიერს
შევაწუხებ! არასდროს არაფერი მითხოვია... კლასელები ვიყვით...
-- არ მგონია ამ ახალზე ვინმემ იმოქმედოს... ევროსტანდარტებს აწვება!
-- აწვება
და
მიაწვეს, ჩვენ აქედან მივაწვებით, ვნახოთ ვისი აჯობებს...
მოულოდნელად კარი გაიღო და ლაჟვარდისფერ
შარვალ-ხალათში
შილიფად
გამოწყობილი მედდა
ისე მსუბუქად
შემოსრიალდა,
შელიას
თავი ფანტასტიკურ ფილმში ეგონა.
ექთანმა
მაღალი
მკერდი
გამომწვევად
შეარხია
და
პაციენტის
გაცისკროვნებული
სახე
წარმატებად
მიითვალა.
მერე
მნახველი
თითქოსდა
ზერელე ინტერესით აათვალიერ-ჩაათვალიერა, მოვარდისფრო ხსნარით სავსე
შპრიცი
ნიშნისმოგებით დაანახა და ასე, უსიტყვოდ, ღიმილ-ღიმილით
დაატოვებინა
პალატა.
„საძაგელი!
მედ-პერსონალის
გულის
მონადირებაც
მოუსწრია?!
“ -- კუპიდონის ისარივით წამოეწია კორიდორში მიმავალ შელიას
იჭვი.
მოულოდნელად,
მტკიცე მხედრული ნაბიჯებით შეტრიალდა და პალატის კარი შეთამამებულმა შეაღო.
-- ხვალამდე ძვირ-ფა-სოო! -- ძალიან დამტკბარი ხმით შესძახა
სანახევროდ
საცვალჩაწეულ
კოლეგას
და
ის
იყო
იმანაც საპასუხოდ წამოსწია თავი,
რომ სახეგამკაცრებულმა მედდამ გამეტებით ჩასცხო შპრიცი.
კაცს გმინვაღა აღმოხდა.
სხვათაშორის... მაშინ, 112-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარება იმდენად სწრაფად გამოცხადდა დანაშაულის ადგილას, რომ აქეთ დე- ტექტივი ძებნიაშვილი გადაურჩა
უდროო
სიკვდილს,
იქით
-- შვეიცრის ცოლი
დაქვრივებას.
რაც შეეხება მელანო შელიას,
თავადაც
რომ
არ
უწყოდა,
ისე
აეთვისებინა
ძებნიაშვილის მასტერკლასები... მხოლოდ წამიერად
შეასწრო
თვალი,
კიბეებთან გამსხლტარ ჩრდილს...
და
საკმარისი
აღმოჩნდა, ცხელ კვალზე დაეკავებინათ სხვენის ბინადარი
თინეიჯერი
ბიჭი,
რომლის თითების
ანაბეჭდები
მართალია
არ
აღმოჩნდა
ძებნიაშვილისთვის
ნასროლ
დანაზე,
მაგრამ ბინის
ჩხრეკისას, ბებუთის
ტყავის
ბუდე
იქნა
ნაპოვნი
საგულდაგულოდ
გადამალულ ბინოკლის ყუთში...
რის
შემდეგაც
ბიჭმა
დანაშაული აღიარა... თქვა,
რომ დანახვისთანავე იცნო
ყვითელ
ფეხსაცმელება
სტუმარიც
და დეტექვივიც. ამ უკანასკნელს ღია გაკვეთილი ჩაუტარებია
ოდესღაც მათ სკოლაში თემაზე: „ცივი იარაღი და მოზარდთა დანაშაულის პრევენცია...“. მათი მოულოდნელი
ვიზიტით
შეშინებულს,
მაშინვე
დაუმესიჯებია მეშვიდესართულელი გიოსთვის
დაშიფრული
სიტყვებით:
“Krakadili tiris, tik-taki pas, zaglma aiwkvita!”
ეს ორიგინალური ტექსტი
პირველივე
მოთხოვნაზე უდრტვინველად მიაწოდა მობილურმა კომპანია
X-ლაინმა
ოპერატიულ
მოკვლევათა
განყოფილებას...
*
*
*
*
*
Комментариев нет:
Отправить комментарий