среда, 31 мая 2017 г.

ცირა გოგეშვილი / Tsira Gogeshvili _ Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის მე 19 ფესტივალის ფარგლებშისაქწიგნმა“, ქალბატონ ლია მეტრეველის ინიციატივით, საზოგადოებას წარუდგინა ცირა გოგეშვილის ორ წიგნი _ ანაბანა ფრინველებზედა ნოველები.



























ღონისძიებას ესწრებოდნენ  ცნობილი ქართველი მწერლები და მკითხველთა გარკვეული ნაწილი.
მიმომხილველთა მიერ ავტორის თხრობის მაღალმხატვრული მანერა, პროფესიონალიზმი პირუთვნელად და თვალსაჩინოდ იქნა შეფასებული.
დამოუკიდებელ ლიტერატურული ჟურნალის ”ამერიმერის” მთავარმა რედაქტორმა გამორჩევით ისაუბრა, ჟურნალში (გაგრძელებებით) დაბეჭდილ ავტორის ახალ ნაწარმოებზე ”ნოველები დეტექტიური დნმ--ით”. და სათანადოდ აღნიშნა, ცირა გოგეშვილის ახალ ამპლუაში _დეტექტიურ ჟანრში წარმატებული ”დებიუტი”.
დასასრულს, ავტორმა მხატვრულად წაიკითხა რამდენიმე მისარითმი გამოცანა, წიგნიდან ”ანაბანა ფრინველებზე”.
შემდგომ ავტორმა გულთბილი მადლობა გადუხადა წარდგინების ორგანიზატორს ქალბატონ ლია მეტრეველს, გამოცემების სპონსორს ქალბატონ დალი ბაჯიაშვილს. ასევე დამსწრე საზოგადოებას ყურადღებისთვის და მისი შემოქმედებითი ღვაწლის დაფასებისთვის.
გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ქრონიკას:

P.S. ვიდეო მოგვაწოდა ქალბატონმა მარინა ბარათაშვილმა...

გულითადი მადლობა...
***
გამოცემების სპონსორი დალი ბაჯიაშვილი


***
თბილისის წიგნის მე 19 ფესტივალი...


ცირა გოგეშვილის წიგნების წარდგენა...


*

 მთარგმნელი და პუბლიცისტი ზაალ ბოტკოველი
*
პოეტი, კრიტიკოსი თემურ შავლაძე
*
ჟურნალ ”ამერიმერის” მთავარი რედაქტორი, პროზაიკოსი ვაჟა ჩორდელი
*

ილუსტრაციების ავტორი ნინო აფციაური
*
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ჟურნალისტი ზაზა ქინქლაძე
*
პროზაიკოსი ზურაბ თორია
*
პოეტი მურად ნებიერიძე
*
მთარგმნელი, პოეტი ჯემალ ჭელიძე
*

ჯანრი გოგეშვილი,_წარმოდგენილი გამოცემების რედაქტორი;
პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი…
***
***
***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _

Look through books and magazines... Janri gogeshvili


***

2 комментария:

ოლღა ჯანჯღავა комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ოლღა ჯანჯღავა комментирует...

საოცრად გამიხარდა თქვენი ბლოგის დათვალიერება. წარმატებებს გისურვებთ.

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.