გაგრძელება
/დასაწყისი _ცირა გოგეშვილი _ ნოველები დეტექტიური დნმ-ით / /დას...
/დასაწყისი _ცირა გოგეშვილი _ ნოველები დეტექტიური დნმ-ით / /დას...
***
XIII. საჭირო ნივთი ანუ ვინ ვის...
...გორდეზიამ
გრუხუნით
გამოაღო
ძველისძველი
სეიფი
და
საგულდაგულოდ
გადახვეული
ცელოფანი
იღლიაში
ამოიჩარა. წასასვლელად შემზადებული კართან შედგა:
“რას ვჩქარობ ნეტა! ტყუილად არ მოჰკითხავდა ამ ჯღანს
ძებნიაშვილი...”
პარკიდან
ამოღებული
ბოტასი
ფანჯრის
რაფაზე
შემოდო
და
პირველად
ახლა
შეხედა
ინტერესით.
“როგორ არა, თავად დასჭირდა, ქალბატონს! რაღა ახლა გაახსენდა,
გმირმა
რომ
მოიკეთა!
მართალი
ყოფილა
რომ
ამბობენ,
ქალს
Yყურით
უყვარდება
და
კაცს
თვალითო!
გამოაშტეროს
ლამის
ამ
მშვენიერო-მშვენიეროს
ძახილით!
დილაადრიან ყვავილები დავახვედრე მაგიდაზე... რაა მერე! კოდექსი დააფარა, ვითომ შემთხვევით... იმას რომ არ ენახა...
ვერ
მივხვდი
გონია!
თვალი
თვალის
წილ
და
ყურიც,
ყურის
წილ...
ნახავს
აწი,
ვინ
ვის...
“
ფიქრში
გაგულისებულმა
ლამის
ურნაში
მოისროლა ფავორიტისგან მიბარებული სპორტული
ფეხსაცმელი.
ბრაზმა
რომ
გაუარა,
დაასკვნა
რომ გვარიანი ნაცვეთი იყო და პროტექტორის ორნამენტიც არ აჩნდა... შურისძიების წყურვილმა სიჯიუტე
გაუორკეცა.
ახლა
ჩაჭმუჭნილი
ენა
ამოუქაჩა
ორი
თითით.
დასუნა
კიდეც,
ყოველი
შემთხვევისთვის,
მაგრამ
არაფერიFსაეჭვო.Bბოლოს ისევ პარკში უპირებდა ჩაბრუნებას, რომ შუქზე ათამაშებულმა გრაფიტის კრისტა-ლებმა ციფრების ნაცნობი კომბინაციაც ამოაფეთა
თვალებში...
ძებნიაშვილის
კონსპირაციულმა
სპეც-ნომერმა,
ცოტა
არ
იყოს,
დააბნია...
მაგრამ
ნათქვამია
წყალწაღებული
ხავსს
ეჭიდებოდაო
და
Gგორდეზიაც
დიდი
იმედით ჩააფრინდა უეცარAაღმოჩენას.
-- და-და-და დააა...
-- დრამატიზმი
ჩააქსოვა
წანამღერში.
“გამოდის, რომ ძერასაც
დაუინტერესებია
რაღაცით...
გამორიცხული
არაფერია...
ძალიან
კარგი!
აი,
ახლა
კი
საიმოვნებით
დავუბრუნებ
ამ
ძვირფას
სამხილს
ქალბატონ
შეფს...
იმედი
მაქვს,
არქეთაყვანისმცემლის
ნაცვლად ლოვბრიჯის ბენეფიციარი შერჩება ხელში...
მერე დიდის
მონდომებით
ამოიღო
ჯიბიდან
ავტოკალამი
და
აღმოჩენილ
ნადღაბნქვეშ
მქრქალი
ასოებით
მიაწერა:
KIL .
მეორე დღეს
კიბეზე
შეხვდნენ
ერთმანეთს.
გორდეზია
მხედრულად
მიესალმა
Dძებნიაშვილს
და
საქმიანი,
სწრაფი
ნაბიჯით
აუარა
გვერდი.
-- ახალგაზრდავ, -- სიტყვა დააწია
დეტექტივმა.
გორდეზია ცივად მოუბრუნდა.
ფერ-ხორციან
სახეზე
სიწითლე
ამოჰფენოდა...
ძებნიაშვილმა ქურთუკიდან
ახალთახალი
ფანქარი
“დააძრო”
და დაბნეულ ბიჭს იარაღივით მიაბჯინა შუბლზე. მერე ღიმილნარევი ცინიზმით შეაჩეჩა ხელში:M
-- საჭირო ნივთია,
გამოგადგება!
იმედია, მორიგ ცელქობამდე სათლელსაც იშოვი და საბრძოლო მზადყოფნაშიც მოიყვან!
დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით აბლუყუნებულ გორდეზიას ბოლომდე აღარ მოუსმინა, მსუბუქად
შემოჰკრა
მხართან
ხელი,
“ხდება
ხოლმეო…”
და
ღიღინით
გაშორდა.
XIV. პერნამენტული უგუნებობა და რელაქსები
რაკი ერთი შეხედვით მარტივმა საქმემ უამრავი თავსატეხი გაუჩინა და გორდიასის კვანძიც უფრო დამსხვილდა, მელანო შელიას უგუნებობამ პერნამენტული ხასიათი მიიღო.
ძებნიაშვილმა საჭიროდ აღარ ჩათვალა
გორდეზიას
უკბილო
მუქარის
მისთვის
გამჟღავნება
და
მითუმეტეს,
გაშარჟება.
საბოლოოდ,
ტაქსისტის
ნომრის
გაშიფვრით
“შემოიფარგლნენ”...
ცოტა არ იყოს დამცირებულადაც
კი
იგრძნო
თავი,
სათანადოდ
რომ
ვერ
შეაფასა
ჯეელმა...
კეთილისმყოფელთა პირდაპირი თუ ირიბი შეგონების წყალობით
შელიამ
ნელ-ნელა იწყო “გაცნობიერება”, რომ რეალურად,
ბაბუისგან
თავსმოხვეულ
ხელობას
ერთგულებდა...
რომ
პროფესიონალიზმს
მოწოდება
სჭირდება,
ხოლო
ხელოსნობისთვის
პრაქტიკაც
საკმარისია...
ეს
ყბადაღებული
წოდებაც,
ადრე
თუ
ფარული
ქილიკის
საგნი
იყო,
ახლა
სარკაზმულ-წერტილოვანი
დარტყმების
მუდმივი
სამიზნე
გახდარიყო...
ამას ისიც დაემატა,
რომ
წინა
პარასკევს,
პროკურორის
ხუმრობაზე, მაიორის ოქროსფერი ორნამენტებისა და ახალი
მუნდირის შეკვეთის
თაობაზე,
ძებნიაშვილს
გაეცინა!..
ცოცხალ-მკვდარი
გამოვიდა
კაბინეტიდან.
გამოცდაზე
ჩაჭრილი
სტუდენტივით
დაძმარებულმა
დატოვა
შენობა.
...ორშაბათს სამსახურში არ გამოცხადდა. ძებნიაშვილის ისტერიული ზარები
კი
ერთი
მესიჯით
გააცამტვერა:
“თვალით არ დამენახო, თვალთმაქცო! ბიულეტენზე ყოფნა შემარგე...”
სწორედ ამ დროს “მოუსწრო ბეწვზე” და დეპრესიის მორევში ჩათრევისაგან იხსნა უცხოეთიდან
ახალდაბრუნებულმა,
უფრო
სწორად
დეპორტით
“გადმოსროლმა” კოლეჯის მეგობარმა, რომელიც
ცნობისმოყვარე
ახლობლების
უსიამოვნო
კითხვებს
არიდებდა
თავს
და
როგორც
შეეძლო, წელავდა შინ დაბრუნების პერიოდს. თავის
უცილობელ
და
უპირობო
“მოვალეობად” მიიჩნია, არაფრით არ მიეტოვებინა ასეთ ვითარებაში და საკუთარი წვლილი შეეტანა მის “განკომპლექსებაში”.
-- პრობლემები ვის არ გვქონია... სად გაქრა შენი ხალისი და მხიარულება... ასეთი დაგტოვე! ხვდები
მაინც, რას უკეთებ თავს!
ათის
ნახევარზე
ალბათ
გძინავს...
მარტოს,
რა
თქმა
უნდა!
შამპანური არ გვიყვარს... ბარი და კოქტეილი, ფუ! ისევ რძიანი ყავა და კაკაოა
შენი
კუსკუსების
სიაში....
თუმცა
მაცივარში
ენერგეტიკულებიც
დაგიმატებია!
უკვე
არა
უშავს,
ესე
იგი მოდიხარ აზრზე... როდის ნახე ჩვენები ბოლოს?! აი, მაგაშია საქმე! ხანგრძლივი მქუხარე დუმილი... გამოდის რომ, არ ჰქონია მნიშვნელობა სად ვართ, აქ თუ ცხრა მთას იქით!
მოკლედ,
ავად
ხარ,
ა-ვად! დიაგნოზი ნათელია, პირადი ცხოვრების ქრონიკული
და
თავისუფალი
ნების
მწვავე დეფიციტი! _ თქვა და დანანების ნიშნად
ტუჩები
გადმობრიცა.
-- იცი, ნატა, ზოგადად, გეთანხმები...
-- ნატა არა... ნატალი! ასე მეძახის ჩემი პარიზელი... ამაზე მერე... შენ კი,
ნუ
დაემსგავსები სასოწარკვეთილ დიასახლისს... თუმცა,
ნუგეშიც
შემიძლია!..
-- ვითომ?!
-- იმედიანად
შეაცქერდა
შელია.
-- აბა, გისმენ...
-- აი, თუნდაც შენი ცხვირკაუჭა ხელქვეითი! სულ ახლახანს დაგაფიქსირეთ ბამბის სანაყინესთან...
როგორ
შემოგციცინებდა?!
სიმპათიურადაც
კი
მომეჩვენა...
შელია მოიღუშა.
-- ერთი მიზანი
და
ერთი
მიმართულებით
ცქერა!
ესაა
ორი
ადამიანის
ურთიერთობაში
მთავარი...
საბედნიეროდ
ორივე
აკმაყოფილებთ
ამ
მოცემულობას
და
რაღაა
საფიქრალი?!
-- როგორ დაუბრძენებიხარ ფრანციას ჩემო ნატალი...
ისე,
ცნობისათვის,
ბაბუაჩემის
ერთგული
ნამეგობრალ-თანამშრომლარია...
-- ძალიანაც კარგი, თანამშრომელი იყო, თანატოლი
ხომ
არა?!
მაგრად
ჩაკიდეთ
ხელი
და
ავლეთ
მუსრი
კრიმინალებს...
ახლა
თუ
არ
დაგიფასეს,
პენსიაზე
აგესახებათ...
შენთვისაც
არაა ეგ დრო შორს, ძალოვნები ხომ ადრე გადიხართ! ესეც თქვენი პლიუსები! მერე კი რაღა დაგიდგებათ წინ... აისრულებ ბავშვობის ოცნებას... მოივლით მსოფლიოს ტურისტული ვიზით... თუმცა იქამდე ეგეც აღარ დაგჭირდებათ, წამოგეწევათ ვიზა-ლიბერალიზაცია... როგორი ვარ?!
-- თავმომწონედ
მოიღერა
ყელი
მონოლოგით
კმაყოფილმა.
ასე იყო თუ ისე, ანდაზა,
ზოგი
ჭირის
მარგებლობის
შესახებ,
ორივესთვის
ზედგამოჭრილი
აღმოჩნდა...
დღისით ფორტეპიანოზე აჯაზებდნენ უკვე კლასიკადქცეულ იშხნელების სიმღერებს და პირდაპირ თუნუქის ქილებით შეექცეოდნენ ბავარიულ ლუდს,
შებნელებულზე
-- კარაოკე ბარში მიიჩქაროდნენ...
...როგორც კი მუსიკალური არდადეგები მობეზრდა, უფრო სწორად ხმა ჩაეხლიჩა და დაქალმაც სხვა მეგობართან გადაინაცვლა, თითქოს ბატუტზე
უხერხულად
დაეცაო,
მყისიერად
გამოფხიზლდა.
ორშაბათს დაზღვეული ბარათი მიიღო.
ფოსტალიონის დანახვისთანავე იგრძნო ვისგანაც
იქნებოდა:
“სამშაბათიც შენი იყოს!
ოთშაბათს
პატაკს ჩაიბარებ...
P.შ. გეყო რელაქსები...
მშვენიერო!
“
იუწყებოდა წერილი.
XV. კლინიკური საუბრები ანუ მართვადი ამნეზია
-- თავს რომ დაირწმუნებს კაცი, ცხოვრებაში არ მიმართლებსო, ან პესიმისტი
ხდება
და
მცირედით
კმაყოფილდება,
ან
არა
და საკუთარ ზნეობრივ ნორმებში შეაქვს კორექცია... ხომ ასეა, კოწო?!
-- თითქოს
დაუყვავაო
ძებნიაშვილმა.
კოწოს
ციქციქა
თვალები
გაუშეშდა
და
წამიერად
თოჯინას
დაემსგავსა.
-- ძნელს ამბობთ რაღაცას პატივცემულო... ბაბუჩემი ბახვაც ვერ მიხვთებოდა მაგას, ჭკუასაკითხავ კაცად იყო სოფელში!
-- კარგი, გაგიმარტივებ... რაც ადრე დაუშვებლად მიგაჩნდა კაცს, დასაშვებად მიგაჩნია უკვე! მიუღებელი -- მისაღებად... თანაც,
სულ
არ გრცხვენია! თამამიც კი ხარ გადაწყვეტილებაში... -- ხმას აუწია
ძებნიაშვილმა.
-- ეგ ყველაფერი მე მეხება უფროსო?! -- ისევ აუცეკვდა თვალები კოწოს.
-- იმას,
ვისაც
ლუკმა
გაუყვეს
და
მაინც
გაიმეტა...
-- მე არავინ გამიმეტებია, მკვლელი არ ვარ, ღმერთს
გეფიცებით! შეშინება მინდოდა მხოლოდ...
-- ჩათვალე რომ ამ ეტაპზე გაგიმართლა და დარჩი ნიავივით თავისუფალი...
კოწომ შვებით ამოისუნთქა და მადლიერებით სავსე თვალები ააწიპწიპა.
-- არაა საჭირო... მაგ სიკეთეს მე ვერ მივიწერ, უდანაშაულობის პრეზუმციაა ახლა შენი იმუნიტეტი! მაგას უმადლოდე...
-- სულ დავიბენი
პატივცემულო,
მაინცადამაინც
მე
რად
ვიქნებოდი იმ რაღაც ასფიქსიის მიზეზი?! გამოვიკითხე მაგი რაც არის და... მოვგუდე გგონიათ?!
-- აი, მაგ საკითხზე კი ნუღარ იფიქრებ კოწო და მითუმეტეს ნუ იდარდებ... პატარა სატყუარა იყო შენთვის, ჩემგან გადმოგდებული, მაგრამ ორივესთვის
დიდად
სასარგებლო...
უფრო
იმ
ეჭვების გაბათილებაზე იფიქრე, თქვენი
ტაქსის
ნომერს
რად
დაუინტერესებია
სიყვარულის
ხიდის
საზოგადოება...
სარწმუნო
ალიბის
გარეშე,
განზრახ
მკვლელობის
მცდელობის
მუხლი
გარანტირებული
გაქვს!
ამას
მე გპირდები... მერე რაა, რომ ქვრივი არ ჩივის და გარდაცვლილს,
მითუმეტეს,
არ
აქვს
პრეტენზია!
ეს
ერთი! და მეორეც: მოეშვი ნაცნობობის ჩხრეკას ჩემს ირგვლივ და ზედმიწევნითი სიზუსტით გაიხსენე
ყველაფერი,
რაც
ხიდის
ლამაზმანებთან
გაკავშირებს...
დამიჯერე,
არავითარი
მნიშვნელობა
არა
აქვს
შენთვის,
ბრალს
ვინ
წაგიყენებს...
სხვათაშორის... ძებნიაშვილის, “კლინიკურმა საუბარმა”
შედეგი
გამოიღო.
კოწომ გულწრფელად აღიარა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მეწყვილის დაშინება ჰქონდა გეგმაში, “უწყინარი” მოტივით: სასურველ სამუშაო გრაფიკზე დათანხმება... ანუ “სამართლიანობის
აღდგენა...”
...პატრონივით ხანდაზმული ავტომობილი
ვერ
უძლებდა
რა
კვირის
სრულ
დატვირთვას,
ბევრეთელი
ტაქსისტი,
როგორც
მეპატრონე,
სამ
დღეს
ამუშავებდა,
კოწო
– ორს. ამასთან “პროფილაქტიკაში ყურყუტი” და მანქანის
გამართულობაზე
ზრუნვაც
კოწოს
უცვლელ
მოვალეობად
იქცა...
ადრე
აღტაცებით
მიღებული
გარიგება
უკვე
ნერვებს
უშლიდა...
რაკი
სამუშაო
გრაფიკის
გათანაბრებაზე
რამდენჯერმე მტკიცე
უარი
მიიღო,
გადაწყვიტა
ჭკუა ესწავლებინა. ასეც მოიქცა. მალულად აედევნა ნათხოვარი მოპედით და როგორც კი საშუალება მიეცა განზრახვა უმტკივნეულოდ მოიყვანა სისირულეში:
პირზე
სკოტჩაკრული
მეწყვილე
მეცხრამეტე
კილომეტრზე
მიატოვა,
საპატრულო
პოლიციის “იმედად”...
ის ცხვირ-ულვაშიანი
სათვალე
კი, ერთი კვირით ადრე საგანგებოდ რომ შეიძინა სათამაშოების მაღაზიაში იმიჯის
შესაცვლელად,
თავადვე
გადასცა ძებნიაშვილს თავის ჩეკიანად.
“ერი”-სა თუ “პე”-ს მაგვარი ჭრილობა კი სულაც არ აღმოჩნდა კოწოს ნახელავი, და მითუმეტეს სერიული მანიაკის ლოგო... საბუქსირე ტროსიდან ამოძენძილ მავთულებზე ამოეკრა დაზარალებულს საბარგულში წრიალისას...
შესაბამისად ოქმის საბოლოო ვარიანტშიც ნაკაწრმა
შემდეგი
ფორმუ-
ლირება
მიიღო:
“უნებლიედ მიყენებული მექანიკური თვითდაზიანება”, რაც კანის ქსოვილებიდან აღებულმა დნმ-მა და ხელწერის
ექსპერტიზის
დასკვნამაც
ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა.
ხოლო ის ფაქტი, რომ
ერთი
თვის
მანძილზე, ქალაქის მასშტაბით, ტაქსების
მანიაკალური
ძარცვა
შეწყდა,
ძებნიაშვილმა
მაინც
საეჭვო
გარემოებად
მიინიშნა... სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საქმის შემდგომი დრამატიზირება აღარ ინდომა
და კოწო
მილიმეტრებში ასცდა საბრალდებო სკამს! …(მაგრამ
მის
“მეგობრულ”
კითხვებს
თავი
ვეღარ
დააღწია...)
კუდაპრეხილი ბესინჯი დილიდანვე
ღრენისმაგვარი
ვიბრაციით
დათახთახებდა
ჰოლის კართან და სულაც არ გაჰკვირვებია კოწოს, ცოტა ხანში
გაუფრთხილებლად
რომ
წამოადგა
თავზე
დეტექტივი...
დამაჯერებელი უარის მიუხედავად,
მალე
ცნობილების
დასახლებასთან
იდგნენ.
ტერიტორია რკინის ღობეებითა და შლაგბაუმით
კი
იყო
დაცულ-დასაზღვრული,
მაგრამ
ძებნიაშვილის
უნივერსალური
პულტისთვის
მსგავსი
წინაღობები
რა
ხანია აღარ არსებობდა...
სხვათაშორის... ამ უნიკალური ხელსაწყოს ავტორობა, ერთ
მის
ახლობელს,
პრაქტიკელი
აღმოჩენებით
გატაცებულ
მატემატიკოსს
ეკუთვნოდა.
ახირებებით
ცნობილი
“ნოსტრადამუსი”
ხან
ნუმიზ
მატიკოსი
იყო,
ხან
ქირომანტი და ხანაც პარანორმალური მოვლენების ადეპტი...
რომ
არა
ბატონი
ალფრედის უიღბლო სიყვარული და ზოგადად ზუსტი მეცნიერების მიმდევრებისადმი შურისძიების გულუბრყვილო
ფორმა,
შესაძლოა
მისი
სახელობის
პრემიისთვისაც
კი
გამოეკრა
ხელი...
დაუბრკოლებლად
შეაღწიეს
დასახლებაში
და
ნელი
სვლით
დაუყვნენ
ქუჩებად
მოაზრებულ
ოღრო-ჩოღროებს... ადრეც ბევრჯერ მოუნდომებია აქაურობის “დაზვერვა”, იმ მითქმა–მოთქმის გადასამოწმებლად, ჭორის დონეზე
რომ
დადიოდა
ქალაქში,
მაგრამ
დროის
დეფიციტის
გამო
ყოველთვის
სამომავლოდ
გადადებდა
ხოლმე.
თვალს
იტაცებდა
ევროპულ
ყაიდაზე
ნაგები
ვილა-კოტეჯები.
ოღონდ
ეგ
იყო,
აქაური
ნაკრძალის
ისტორია
რომ
არ
სცოდნოდა,
თავი
უცხო
მხარეში
ეგონებოდა.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აქ ენდემურ ჯიშების
უნიკალური
ტყე-პარკი
შრიალებდა.
აწ
უკვე
იმუნიტეტიანმა
თუ
ღვაწლდადებულმა
ნარევოლუციონარებმა ნელ-ნელა
იწყეს ქალაქის
მწვანე
ფილტვების
ამპუტაცია...
-- გემოვნებას არ უჩივიან!.. აი, შიდა ქუჩები კი ვიწრო მოსვლიათ...
-- რავა, პირველად ბრძანდებით პატივცემულო აქეთ თუ?! -- მოზომილი სითამამით ჩაეკითხა კოწო.
ძებნიაშვილმა კუშტად გახედა.
-- კითხვებს ვსვავ მე! შენ მპასუხობ!
გასაგებია?!
-- დუმილის
უფლება...
-- შეთამამებული
გაიღრიჭა
კოწო.
-- აი, კოწო,
კოწო!
მაგ
უფლების
გამოყენება თუ დაგჭირდა,
ჩემი
ხელით
აგიწეპავ პირს იმ შენი სკოტჩით!
კოწოს ალისფერმა გადაუარა და თვალების ცეცებას მოჰყვა. ერთი ორჯერ სალონშიც
ჩაიკუნტა.
-- ვემალებით
ვინმეს?!
-- არავის, ისე... სიფრთხილეს თავი არ სტკივა! დამინახავს ვინმე
თქვენს
კამპანიაში
და
ამტკიცე
მერე,
შპიკი
რომ
არ
ვარ!
-- ახალ ამბებს არ უსმენ გეტყობა!..
პრემიერთან
ერთად
სტუმრობს
ამომავალი
მზის
ქვეყანას
პატივცემული
გვამი...
-- აბა, გვამი?!.. -- თვალები
ყვლიპა
კოწომ:
-- პრემიერს
ახლავს
თან იაპონიაში
ბატონი
წერტილოვი...
მრჩევლის
გარეშე
არსად დადის... ასე, რომ
თავისუფლად,
თადარიგის
სერჟანტო!
-- აი ჩემი სერჟანტობა მე არ მახსოვდა
უფროსო
და...
-- შენ ბევრი რამე არ გახსოვდა კოწო მაგრამ, ხომ ხედავ რა ნიჭიერად იხსენებ გზადაგზა... გონიერი კაცის თვისებაა ეგ და არ დაკარგო იცოდე...
ძებნიაშვილი მდიდრული სრა-სასახლეების თვალიერებამ გაიტაცა:
-- ასე იცის დემოკრატიისა
და
ანარქიიის
ორ
ხმაში
მღერამ...
ან
მდიდარი
ხარ,
ან
ღარიბი!
ან
აქეთ
ხარ,
ან
იქით!
შუა
უნდა
გაიკრიფოსო!
ბრძანა რუხმა კარდინალმა და... ფაა-ფუ საშუალო ფენა!
-- მეშვიდე დღეს
კი,
“უნდა
დავისვენოო”,
თქვა
კმაყოფილმა
და
ჩაჯდა
ლოტოსის
პოზაში...
-- რა ბრძანეთ?!
-- არაფერი
შენთვის
საინტერესო...
მებაღე
ჰყოლია-მეთქი
კარგი!
სუბტროპიკები
აქაურ
კლიმატს
ძნელად
ეგუებიან!
-- მასეა სწორედ... არაფერი გამოგეპარებათ, პატივცემულო... მოყვარული
ნატურალისტი
ვარო,
მებაღემ, მარა ძალიან მიყვარს ეს საქმეო! იმან კი, რაც გევალება ის აკეთე
და
თუ
გინდა
უცხოპლანეტელი
იყავიო!
-- ეგზოტიკა
ძვირი
სიამოვნებაა...
-- გააჩნია ვისთვის, პატივცემულო... ამ კედელის
იქით,
აუზამდე,
პალმების
რიგია...
მერე
მაგნოლიები
და
წითელი
ნეკერჩხლის
ჭალა...
ბეტონის გალავანს ბოლო არ უჩანდა. წვეტიანმა ქონგურებმა ძებნიაშვილს სატუსაღოს ასოციაცია გაუჩინა:
-- რითი არ გავს ახლა ეს ზონას!
კოწოს გააჟრჟოლა თუმცა არ შეიმჩნია:
-- გარედან
ჩანს
ასე,
პატივცემულო,
თორემ
ღობის
იქით
ედემია!
ძებნიაშვილს ჩაეცინა მაგრამ ამჯერად არ შეუწყვეტინებია გულახდილი მონოლოგი.
-- აი ეკალ-ხლართი შარშან მოიფიქრა... რაში სჭირდებოდა, ისედაც ერიდება ყველა...
-- რატომ?
კოწო გაიტრუნა.
-- უკმეხია! -- ჩაიჩურჩულა მერე, როგორც კი თვალი თვალში გაუყარა ძებნიაშვილმა. -- გინება უყვარს,
ყურს
არ
მოესმინება! თანაც არავის ენდობა...
-- რა იცი შენ?!
-- ვიცი და რა ვქნა!
-- კოწო
წამოწითლდა
და
გაჩუმდა,
სიგარეტს
დაუწყო
ძებნა.
-- მარტო
დაცვას
აუნთო
მწვანე...
მომარაგებაც
ჩააბარა...
-- აბა, ტარიელი ყოფილა წერტილოვის მარჯვენაც და მარცხენაც...
ტარიელის ხსენებაზე კოწო შეხტა!
-- თხრილში არ ჩავარდნილიყო იმ ღამეს ბედოვლათი და ტალახიანი სკოტჩის აღება არ დაზარებოდა, იქნებ
მეც
ბევრ
რამეს
ავცილებოდი...
-- ნიანგის ცრემლები ქალბატონ კლარასთვის გადაინახე! ულვაშიანი სათვალეც ტარიელმა გაგიხერხა არა?!
-- ხომ მითხარით დაგიჯერეო, პატივცემულო?!..
-- კაი... მაინც რითი დაიმსახურა დაცვამ
ამდენი
ნდობა!
აბა,
გისმენ!
კოწომ გუმანით იგრძნო, რომ ამ წამინდელი გულახდილობის სანაცვლოდ, ძებნიაშვილი
ძველ
ცუღლუტობებზე
აღარ
გამოეკიდგებოდა.
-- იცოცხლეთ, უყვარს
სმა-ჭამა დიდად
შესარგი...
-- გახალისდა უცებ, --
მარა,
ნათქვამია,
რაც
არ
გერგება
არ
შეგერგებაო! არც მაგას
ერგება...
კვირაში
სამი
დღე
ბნელშია
დაყუნცული,
არავის
იკარებს
და
არფერს
ეკარება...
_ მარხულობს ალბათ!
_ უფრო დიეტობს... ექთანი დაუდის უროლოგიურიდან... საცხა დასაკარ-
გავში
რომაა
იქიდან...
-- მუნიციპალიტეტს გაატანინა შარშან
ეგ
ჰოსპიტალი,
ქალაქს
აბინძურებსო?! შენობას კი სასტუმროების ცნობილი ქსელი
დაეპატრონა
ტენდერით...
კოწომ დაბნეულად დაუქნია თავი და “ნამეტანიც არ მომივიდესო”, გაიფიქრა...
-- მერე...
-- მოდუნება
არ
აცალა
ძებნიაშვილმა.
კოწო მიხვდა, უადგილო სიფრთხილეს განხორციელება რომ არ ეწერა:
-- შარდში
იხრჩობა!
თხუტმეტი
ლიტრი გამოუღია კატერით... უკან რომ მიმყავდა მაშინ გამიმხილა ექთანმა.
-- კატერით არა, იახტით! -- გაეცინა ძებნიაშვილს, -- კატეტერს გეტყოდა...
კოწომ წაუყრუა.
-- მე ვაცოცხლებ
და
ოციანზე
მეტი
მაინც
არ გამოიმეტაო... აი, ტარიელი რომ მოიწამლა, თევზით...
-- სტოოპ! ტარიელს საიდან იცნობ?!
-- სავალდებულოს გავდიოდით ერთად
სასაზღვროში...
შემწვარი
კალმახი
მიეცა,
მაცივარში
დაძველებული!
ამას
კი
აქეთ
აგინა
უშვერი
პირით,
თავიდანვე
უვარგისს
მომიტანდიო!
მოკლედ,
დაცვაც ჩემი საპატრონო გახდა, ორი დღე დაიტოვეს ჰოსპიტალში! გოგოც ჩემი წამოსაყვანი შეიქნა, საქმეზე ჰყოლია შეპირებული...
-- ყოჩაღ!
აი, გოგოც გამოჩნდა!
-- ყურები ცქვიტა ძებნიაშვილმა.
-- ხიდთან
ჩავუხვიე
თუ
არა,
წინ
გადამიდგა...
უსიტყვოდ ჩამიჯდა მანქანაში... არც გზაში გაუღია ხმა. ჰიპოდრომთან ჩამოვსვი, როგორც ტარიელმა დამავალა... სულ ეგ იყო!
-- ვატყობ, მკურნალობის გაგრძელება მოგვიწევს!.. დავუბრუნდეთ ოპერატიული
მეხსიერებას...
კოწომ ნერვულად ჩამოისვა
გაუპარსავ
სახეზე
ხელი:
-- გამახსენდა!
ჩორნი
ბუმერი
იდგა
იქვე
და...
ერთად
აორთქლდნენო
თითქოს
მერე...
სულ
ეს
იყო...
-- აი, ხომ ხედავ,
შეუძლებელი
არაფერია...
-- კმაყოფილი
ღიმილით
“დააჯილდოვა”
ძებნიაშვილმა კოწო და მიხვდა
სიცრუის
დეტექტორზეც
არ
დაახამხამებდა
ახლა
იგი
თვალს!
ნოსტრადამუსის პულტის წყალობით,
ისევ
შესაშური
კონსპირაციულობით
დატოვა
ცნობილების
დასახლება...
ცაცხვების ხეივანზე მიჰქროდა კუთხოვანი ჯიპი...
Комментариев нет:
Отправить комментарий